ანა კარენინა (2012 წლის ფილმი)
ანა კარენინა (ინგლ. Anna Karenina) — ლევ ტოლსტოის ცნობილი რომანის, „ანა კარენინას“ 2012 წლის ეკრანიზაცია. ის აღწერს რუსი არისტოკრატი ქალის, ანა კარენინას ტრაგედიას. ეს ცნობილი რომანის რიგით 21–ე ეკრანიზაციაა.
„ანა კარენინა“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ჯო რაიტი |
პროდიუსერი | ტიმ ბევანი, ერიკ ფელნერი, პოლ ვებსტერი |
სცენარის ავტორი | ტომ სტოპარდი |
ნაწარმოები |
ანა კარენინა — ლევ ტოლსტოი |
როლებში | კირა ნაიტლი, ჯუდ ლოუ |
მუსიკა | დარიო მარიანელი |
ოპერატორი | სიმუს მაკგარვი |
მონტაჟი | მელანი ენ ოლივერი |
მხატვარი | სარა გრინვუდი, კეტი სპენსერი |
სტუდია | Working Title Films |
დისტრიბუტორი | Universal Pictures, Focus Features |
გამოსვლის თარიღი | 7 სექტემბერი, 2012 |
ხანგრძლივობა | 130 წთ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | £31 მლნ |
შემოსავალი | $68 929 150 |
კრიტიკა
რედაქტირება„Guardian–ის“ შეფასებით, „ანა კარენინა“ ნამდვილად არ არის ცალსახად დიდი წარმატება, თუმცა გაბედული და შემოქმედებითი ეკრანიზაციაა.[1] პიტერ ტრავერსმა „Rolling Stones-დან“ მოიწონა ნაიტლის შესრულება: „ეს ისტორია ბევრჯერ გადაუღიათ, თუმცა არც ერთი ეკრანიზაცია არ ყოფილა ეროტიზმით ასე დატვირთული”.[2]
„Chicago Tribune-ის“ აზრით ფილმს კონცეპტუალურად ნაკლები მსგავსება აქვს ლევ ტოლსტოის რომანთან.[3] „Chicagoreader-ში“ დაიწერა, რომ „ტოლსტოის ღრმა, შინაგანი თხრობის გარეშე ანა კარენინა უბრალოდ საპნის ოპერაა. რეჟისორმა ჯო რაიტმა რატომღაც გადაწყვიტა ამ პრობლემისთვის მიზანმიმართული მყვირალა სანახაობრიობაც დაერთო“[4] ფილმი დაიწუნეს ზედაპირულ და მყვირალა სანახაობრიობიობის გამო[4][5][6]
კიდევ უფრო რადიკალური შეფასება ჰქონდა „New York Observer-ის“ კრიტიკოსი რექს რიდს, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაიტლის სილამაზე ერ იხსნის ფილმის უგემურ სცენარს: „ჯეიმზ ჯოისმა ერთხელ დაწერა, რომ ტოლსტოი არასდროს ყოფილა პირქუში, ჩლუნგი, დაღლილი, პედანტური ან თეატრალური. მან შესაძლოა აზრი შეიცვალოს, თუ ახალ ანა კარენინას” ნახავს“.[7]
ჯილდოები
რედაქტირება„ანა კარენინა“ ოსკარის ექვს ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის მუსიკის, ოპერატურის, კოსტუმების დიზაინისაა და მხატვრული გაფორმების კატეგორიებში. ფილმმა მიიღო საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Anna Karenina – review
- ↑ Anna Karenina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-03. ციტირების თარიღი: 2014-07-12.
- ↑ Joe Wright's version of Tolstoy classic 'Anna Karenina' a hit-or-miss proposition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-07-12.
- ↑ 4.0 4.1 Anna Karenina
- ↑ An affair takes center stage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-17. ციტირების თარიღი: 2014-07-12.
- ↑ Movie review: ‘Anna Karenina’
- ↑ Corpse Bride: Knightley’s Beauty Can’t Save Anna Karenina’s Stale Script