ალისა გლოსტერელი
პრინცესა ალისა, გლოსტერის ჰერცოგონია (დაიბადა როგორც ლედი ალისა კრისტაბელ მონტაგუ დუგლას სკოტი; დ. 25 დეკემბერი, 1901 — გ. 29 ოქტომბერი, 2004) — პრინცი ჰენრის, გლოსტერის ჰერცოგის ცოლი. პრინცი უილიამისა და გლოსტერის ჰერცოგის, პრინცი რიჩარდის დედა.
პრინცესა ალისა | |
---|---|
დაბადების სახელი | ალისა კრისტაბელ მონტაგო-დუგლას სკოტი |
დაბადების თარიღი |
25 დეკემბერი, 1901 ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
29 ოქტომბერი, 2004 (102 წლის) ლონდონი, ინგლისში |
ეროვნება | ინგლისელი |
მეუღლე(ები) | ჰენრი (გლოსტერის ჰერცოგი) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: ჯონ მონტაგ დუგლას სკოტი დედა: მარგარეტ მონტაგ დუგლას სკოტი |
იყო ბუკლეუხის მე-7 ჰერცოგის, შოტლანდიის უდიდესი მიწის მესაკუთრის ქალიშვილი, პრინც ჰენრიზე ქორწინებით გახდა გაერთიანებული სამეფოს პრინცესა და ედუარდ VIII-ისა და ჯორჯ VI-ის რძალი. იყო ელისაბედ II-ს დეიდა. ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგაც ბევრს მოგზაურობა. [1] გარდაიცვალა 102 წლის ასაკში. [2]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაალისა კრისტაბელი დაიბადა მონტაგუს სახლში, უაიტჰოლში, ლონდონში, 1901 წელს, შობის დღეს. იყო დალკიტის გრაფის, ჯონ მონტაგუ-დუგლას-სკოტის (შემდგომში ბუკლეუხისა და ქუინსბერის ჰერცოგი) და მისი მეუღლის, ყოფილი ლედი მარგარეტ ალისის მეხუთე შვილი.[3] მისი ძმები უოლტერი და უილიამი და მისი ძმისშვილი ჯონ სკოტი კონსერვატიული დეპუტატები იყვნენ. მისი ბიძაშვილი, მარიან ლუიზა, იყო იორკის ჰერცოგინიას, სარას ბებია და ალისას ძმისშვილის, პრინც ენდრიუს ყოფილი ცოლი.
იყო ჩარლზ II-ის შთამომავალი.
ალისამ თავისი ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა დიდებულ სასახლეებში მოგზაურობაში: [4] ბოუტონის სახლში, ნორთჰემპტონშირში, დრუმლანრიგის ციხეში და სხვა.
სწავლობდა სენტ ჯეიმსის გოგონების სკოლასში, დასავლეთ მალვერნში, ვოსტერშირში, შემდეგ კი გაემგზავრა საფრანგეთში, კენიასა და ინდოეთში. [5] დასავლეთ მალვერნში სკოლის დამთავრების შემდეგ მან ერთი წელი გაატარა პარიზში. [6] ალისას უყვარდა თხილამურებით სრიალი, ცხენოსნობა, ნადირობა და ასევე კარგად ხატავდა აკვარელით. [7] [8] [9] მისი ნახატი, რომელიც კენიაში დახატა, დღეს სამეფო კოლექციის ნაწილია. [10] კენიაში ყოფნისას 1929-1931 წლებში იგი მრავალ ადამიანს შეხვდა, მათ შორის ივლინ ვოს.
ქორწინება
რედაქტირება1935 წელს ალისა დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც შეიტყო, რომ მამის ჯანმრთელობა გაუარესდა.1935 წლის აგვისტოში ლედი ალისა დაინიშნა გლოსტერის ჰერცოგ პრინც ჰენრიზე. [11] ისინი დაქორწინდნენ კერძო სამლოცველოში, ბაკინგემის სასახლეში, იმავე წლის 6 ნოემბერს. [11] თავდაპირველად ქორწილის გადახდა დაგეგმილი იყო ვესტმინსტერის სააბატოში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბუკლეუჩის ჰერცოგი გარდაიცვალა კიბოთი 1935 წლის 19 ოქტომბერს და მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებული იყო, ქორწილის გადახდა შედარებით პატარა, კერძო სივრცეში გადაწყდა.
ჰერცოგინიას მეჯვარეები იყვნენ მისი და, ლედი ანჯელა მონტაგუ-დუგლას-სკოტი, მისი დისშვილები კლერ ფიპსი, ლედი ელიზაბეტ მონტაგუ-დუგლას-სკოტი და ენ ჰოკინსი, მისი ქმრის დისშვილები პრინცესა ელისაბედი და იორკის პრინცესა მარგარეტი, ასევე მისი ბიძაშვილი მოირა მონტაგუ-დუგლას-სკოტი; და მისი ქმრის ბიძაშვილი ლედი მერი კემბრიჯი. ალისას საქორწილო კაბა შეკერა ნორმან ჰარტნელმა, რომელმაც მოგვიანებით ასევე შექმნა მომავალი დედოფლის პრინცესა ელისაბედის საქორწინო კაბა. ალისას კაბა იყო „მოკრძალებული, გრძელი, ვიწრო სახელოებით და მაღალი დეკოლტეთი“.
ცხოვრება სამეფო ოჯახში
რედაქტირებათავდაპირველად გლოსტერის ჰერცოგი და ჰერცოგინია ცხოვრობდნენ სამეფო პავილიონში ალდერშოტში, სადაც ჰერცოგი გადიოდა არმიის შტაბის სპეციალურ კურსს. [12] გლოსტერის ჰერცოგმა 1936 წლის დეკემბერში ედუარდ VIII-ის ტახტიდან გადაგდების შემდეგ დატოვა არმია.
1938 წელს მათ შეიძინეს ბარნველის სასახლე, ნორთჰემპტონშირში. ჰერცოგინიამ ორი შვილი დაკარგა ჯერ კიდევ ორსულობის პროცესში, შემდეგ კი ორი ვაჟი შეეძინა:
- გლოსტერის პრინცი უილიამი (დაიბადა 1941 წლის 18 დეკემბერს, გარდაიცვვალა 1972 წლის 28 აგვისტო)
- პრინცი რიჩარდჯ, გლოსტერის ჰერცოგი (დაიბადა 1944 წლის 26 აგვისტოს). 1972 წლის 8 ივლისს იგი დაქორწინდა ბირგიტ ვან დეურს ჰენრიქსენზე. მოგვიანებით წყვილს სამი შვილი შეეძინა.
გლოსტერის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბევრს მოგზაურობდნენ, მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა პროექტში. მეორე მსოფლიო ომის დროს ალისა მუშაობდა წითელ ჯვრის და წმინდა იოანეს ორდენის მოძრაობასთან. [13] იგი გახდა ქალთა დამხმარე საჰაერო ძალების მეთაური 1939 წელს, დანიშნა საჰაერო მთავარსარდლად 1943 წლის 4 მარტს. 1968 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა საჰაერო მარშალის წოდება, ხოლო 1990 წლის 23 თებერვალს სამეფო საჰაერო ძალების მიერ უფროსი მარშალის წოდება.
1945 წლიდან 1947 წლამდე გლოსტერის ჰერცოგი და ჰერცოგინია ცხოვრობდნენ კანბერაში, სადაც ჰერცოგი იყო ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორი. [14]
ალისი პოლკოვნიკად მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, მათ შორის იყო ნორთჰემპტონშირის პოლკის, აღმოსავლეთ ინგლისის მე-2 პოლკის, სამეფო ინგლისური პოლკის პოლკოვნიკი;[15]
1965 წელს, უინსტონ ჩერჩილის დაკრძალვიდან მანქანით დაბრუნებისას, ჰერცოგს მოულოდნელი ინსულტი ჰქონდა, რის გამოც ავიაკატასტროფაში მოხვდნენ.
1972 წელს ჰერცოგინიას უფროსი ვაჟი, პრინცი უილიამი, სამოყვარულო საჰაერო შოუში მონაწილეობისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა. [16] მისი მეუღლის ჯანმრთელობა იმ დროს იმდენად გაუარესებული იყო, რომ ალისა ყოყმანობდა ეთქვა თუ არა მისთვის ვაჟის გარდაცვალების შესახებ, მოგვიანებით მემუარებში აღიარა, რომ ჰენრისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა შესაძლოა მაინც გაიგო მან ტელევიზიის მეშვეობით. გლოსტერის ჰერცოგი, ჰენრი გარდაიცვალა 1974 წლის 10 ივნისს, 74 წლის ასაკში.
მოგვიანებით ცხოვრება
რედაქტირება1981 წელს გამოაქვეყნა მემუარები სათაურით გლოსტერის ჰერცოგონიას, პრინცესა ალისას მემუარები.
1994 წელს, მას შემდეგ, რაც გლოსტერებს ფინანსური მიზეზების გამო ბარნველის სასახლის დათმობა მოუწიათ, ალისა კენსინგტონის სასახლეში გადავიდა, სადაც ცხოვრობდა გლოსტერის ამჟამინდელ ჰერცოგთან და ჰერცოგინიასთან ერთად. [17] საჯარო მოვალეობებიდან ოფიციალურად გადადგა 98 წლის ასაკში. 1999 წელს ჰერცოგმა განაცხადა, რომ ფიზიკური სისუსტის გამო, დედამისი აღარ განახორციელებდა საჯარო საქმიანობას კენსინგტონის სასახლის მიმდებარედ. 2000 წლის ივლისში მან ასევე თქვა, რომ დედამისი გულმავიწყი გახდა.
2001 წლის დეკემბერში სამეფო ოჯახმა გამართა ცერემონია პრინცესა ალისის 100 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად. 2002 წლის მარტში 101 წლის ელისაბედ ბოუზ-ლაიონის გარდაცვალების შემდეგ, პრინცესა ალისა გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უძველესი ცოცხალი წევრი. [18]
გარდაცვალება
რედაქტირებაალისა 2004 წლის 29 ოქტომბერს, 102 წლის ასაკში კენსინგტონის სასახლეში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა გაიმართა 2004 წლის 5 ნოემბერს, წმინდა ჯორჯის სამლოცველოში, უინდსორში, და დაკრძალეს მისი მეუღლის, პრინცი ჰენრის და უფროსი ვაჟის, პრინც უილიამის გვერდით, ფროგმორის სამეფო სამარხში. დაკრძალვას ელისაბედ II და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. 2005 წლის 2 თებერვალს წმინდა კლემენტ დეინსში გაიმართა მემორიალური საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელშიც პრინცესა ალისა იყო ჩართული;
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Vickers, Hugo (2006), Elizabeth, The Queen Mother, Arrow Books/Random House, ISBN 978-0-09-947662-7
- Duchess of Gloucester, Princess Alice (1983), The Memoirs of Princess Alice, Duchess of Gloucester, Collins, ISBN 0-00-216646-1
- Aronson, Theo (2014), The Royal Family at War, Thistle Publishing, ISBN 978-1910198032
- Ronald Allison and Sarah Riddell, eds., The Royal Encyclopedia (London: Macmillan, 1991), ISBN 0-333-53810-2.
- Marlene A. Eilers, Queen Victoria's Descendants (New York: Atlantic International Publishing, 1987), ISBN 91-630-5964-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პრინცესა ალისა, გლოსტერის ჰერცოგინია ბრიტანეთის მონარქიის ოფიციალური ვებგვერდი (არქივი)
- Regiments.org სია
- A video of HRH Princess Alice launching a ship at Devonport, UK YouTube-ზე
- ალისა გლოსტერელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Princess Alice, Duchess of Gloucester – Charities and patronages. The British Monarchy. ციტირების თარიღი: 18 May 2015
- ↑ The top 10 longest-living royals in history. Tatler. ციტირების თარიღი: 4 August 2021
- ↑ Princess Alice, Duchess of Gloucester – Childhood and early life. The British Monarchy. ციტირების თარიღი: 18 May 2015
- ↑ Vickers, Hugo. Princess Alice, Duchess of Gloucester (November 2004). ციტირების თარიღი: 14 December 2017
- ↑ The Memoirs of Princess Alice, Duchess of Gloucester. Duchess of Gloucester, Princess Alice (1983). The Memoirs of Princess Alice, Duchess of Gloucester (Hardcover ed.). London: Harper Collins.
- ↑ HRH Princess Alice, Duchess of Gloucester. The British Monarchy. ციტირების თარიღი: 5 February 2018
- ↑ Carrell, Severin (30 October 2004). „Princess Alice, oldest ever royal, dies“. The Independent. ციტირების თარიღი: 26 May 2018.
- ↑ Obituary: Princess Alice. ციტირების თარიღი: 26 April 2018
- ↑ Davies, Caroline (13 December 2001). „Royal Family throws early 100th birthday party for princess who hated society life“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022. ციტირების თარიღი: 30 May 2018.
- ↑ Near Archer's Post- North Kenya. Royal Collection Trust. ციტირების თარიღი: 14 December 2017
- ↑ 11.0 11.1 HRH Princess Alice, Duchess of Gloucester, Memories of Ninety Years, London: Collins & Brown Ltd., 1991, p. 138.
- ↑ Princess Alice, Duchess of Gloucester – Marriage and family. ციტირების თარიღი: 18 May 2015
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. BBC (5 November 2004).
- ↑ „Princess Alice of Britain, 102, Aunt of Queen, Dies“. The New York Times. 1 November 2004. ციტირების თარიღი: 26 May 2018.
- ↑ H.R.H. Princess Alice, Duchess of Gloucester. Regiments.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 30 May 2018
- ↑ „1972: Prince William killed in plane crash“ (ინგლისური). 1972-08-28. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
- ↑ Alderson, Andrew (31 October 2004). „Princess Alice, the oldest ever royal, dies at 102“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022. ციტირების თარიღი: 25 May 2018.
- ↑ „Queen's tribute to Princess Alice“. BBC News. 30 October 2004. ციტირების თარიღი: 27 December 2011.