ალისარჩული
ალისარჩული (Carthamus tinctorius) — ერთწლოვანი კულტურული ზეთოვანი საღებავი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მაღალი, სწორი, დატოტვილი ღერო და მოგრძო, ტყავისებრი, მჩხვლეტავი ფოთლები. ყლორტის წვერზე ზის მსხვილი კალათა ყვავილედი. ყვავილი ყვითელი, ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერ-მოწითალოა, ნაყოფი - თესლურა. თესლურები 25-30% ზეთს შეიცავს, საუკეთესო სასელექციო ჯიშები - 37%-მდე.
ალისარჩული | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Carthamus tinctorius | ||||||||||||||
|
ყვავილის გვირგვინის ფურცლებისაგან ამზადებენ ყვითელ საღებავს, რომელიც ხალიჩების წარმოებასა და კულინარიაში იხმარება. ალისარჩულის ზეთს მზესუმზირას ზეთის მაგივრად ხმარობენ მედიცინასა და კვების მრეწველობაში, იყენებენ აგრეთვე ოლიფისა და სხვა დასამზადებლად.
ალისარჩული ხარობს წინა და მცირე აზიის ქვეყნებში, ინდოეთში. აშენებენ კავკასიაში. გვალვაგამძლეა და გვალვიან ადგილებში მზესუმზირას ნაცვლად მოჰყავთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- წუწუნავა ნ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 311.