ალიო ადამია

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამია.

ალიო კონსტანტინეს ძე ადამია (დ. 20 მაისი, 1914, ბათუმი — გ. 19 ოქტომბერი, 1980, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ალიო ადამია
დაბადების თარიღი 7 (20) მაისი, 1914
დაბადების ადგილი ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 19 ოქტომბერი, 1980(1980-10-19) (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია

ბიოგრაფია რედაქტირება

1934 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1940 წლიდან. მუშაობდა გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის“ (1930-1936), „კომუნისტის“ (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი (1954-1963), „მერანში“ განყოფილების გამგე (1963-1968), „საბჭოთა საქართველოში“ - მთავარი რედაქტორი (1968-1980).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

სამწერლობო ასპარეზზე გამოვიდა 30-იანი წლების დასაწყისში, როცა დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ბალადები, პოემები. პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა.

  • 1932 წელს გამოვიდა ადამიას წიგნი „რამდენიმე ლექსი“.
  • 1936 - კრებული „ლექსები“.
  • „ქორწილი კოლხიდაში“ (1941).
  • „მესხეთის გაზაფხული“ (1949).
  • „უბის წიგნიდან“ (1953).
  • „ცისფერი აივანი“ (1964).
  • „სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა“ (1969).

ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა:

  • „სოფლის გზებზე“ (1948).
  • „დილა მტკვრის ხეობაში“ (1952).
  • «„ხერგა“ ამარცხებს „რიონს“» (1967).
  • რომანისა „დიდი და პატარა ეკატერინე“ (1973).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 79.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 33, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება