ალიონა დიმიტრის ასული მიხალცოვა (რუს. Алёна Димитриевна Михальцова; დაბადების სახელი ალიონა ბოგაჩევა (რუს. Алёна Богачёва; არის მეუღლის გვარზე — ტირონი (რუს. Алёна Тирон; დ. 8 დეკემბერი, 1993) — რუსი მორაგბე და შვიდქალა რაგბის მოთამაშე, რომელიც რუსეთს წარადგენს მსოფლიო რაგბის შვიდქალა სერიებსა და რაგბის შვიდქალა ევროპის ჩემპიონატზე.[2]

ალიონა ტირონი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1993(1993-12-08)[1] (30 წლის)
დაბ. ადგილი ნოვოსიბირსკი
სიმაღლე 171 სმ
წონა 75 კგ
ქვეყანა რუსეთი
კლუბი Yenisey-STM Krasnoyarsk, Russia women's national rugby union team (sevens) და Russia women's national rugby union team

მისი დებიუტი რუსეთის შვიდქალა ეროვნულ ნაკრებში შედგა 2013 წლის ბოლოს, დუბაის შვიდქალათა სერიებამდე, მაგრამ ვერ მიიღო მონაწილეობა ტურნირში, ამის მიზეზი კი ქუსლის ტრავმა იყო. 2014 წლის იანვარში დაუბრუნდა ნაკრებს, განაგრძო ვარჯიში და მალევე ჩამოყალიბდა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ. არის ევროპის გრან-პრის ხუთგზის გამარჯვებული. 2016 წელს მან ვერ მიიღო ბრძოლა შვიდქალა რაგბის ზაფხულის ოლიმპიადის რეპეშაჟში სადაც გუნდი ესპანეთთან დამარცხდა და ზაფხულის ოლიმპიადიაზე გასვლა ვერ მოახერხა.

2017 წელს ალიონა ნომინირებული იყო „DHL Impact-ის მოთამაშის ჯილდოზე“.[3] 2017-18 წლების მსოფლიო შვიდქალა ქალთა სერიის დროს მას ჰქონდა ჩატარებული 84 შეხვედრა და მოპოვებული ჰქონდა 366 ქულა მათ შორის (70 ლელო)[4] 2018-19 წლების სეზონის შემდეგ ჰქონდა 120 შეხვედრა და 451 ქულა (87 ლელო და 8 გარდასახვა).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ალიონას დედა არის მათემატიკოსი.[5]

ალიონა დაქროწინებული იყო მორგაბე ალექსეი მიხალცოვზე, რომელსაც მიღებული ჰქონდა დისკვალაფიკაცია დოპინგ ტესტში მიღებული დადებითი პასუხის გამო.[6] 2019 წლის 12 ოქტომბერს ალიონა დაქორწინდა ილია ტირონზე. ალიონა მსოფლიო რაგბის სამყაროში აგრეთვე ცნობილია თავისი იმიჯის, თმის სტილის გამო.[7][3]