ალიოზ ბათმანაშვილი
ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი (დ. 1885 — გ. 1 ნოემბერი, 1937) — ქართველი სასულიერო პირი და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართველ მამათა სავანის წინამძღვარი.
ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი | |
---|---|
წინამძღვარი | |
თანამდებობის დაკავება | 1922 |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 1885 |
დაბადების ადგილი | არალი, მესხეთი |
გარდაცვალების თარიღი | 1 ნოემბერი, 1937 (52 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ალიოზი წარმოშობით მესხეთის ძირძველი სოფლიდან, არლიდან იყო. იგი სრულიად პატარა ჩავიდა სტამბოლში და ქართულ სავანეში მიიღო შესაბამისი განათლება. 1911 წელს ის სტამბოლის ქართულ სავანეში ქართველ რიგით მღვდლად ეკურთხა. 1922 წელს კი დაინიშნა კონსტანტინოპოლის კათოლიკური ქართული მონასტრის წინამძღოლად. 1925 წლის ნოემბერში იგი ვატიკანში რომის პაპმა, პიუს XI-მ მიიღო. ამის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს კათოლიკეების ადმინისტრატორი გახდა. იგი მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა ქართული ტიპიკონის საკითხისთვის, ზრუნავდა არა მხოლოდ სტამბოლში მცხოვრები კათოლიკე ქართველების, არამედ მუსლიმი ქართველების განათლებაზე. ქართული ეროვნულობის შენარჩუნებისა და ევროპისკენ გეზის გამო, მამა ალიოზს ბოლშევიკური მთავრობა სასტიკად გაუსწორდა: 1927 წლის 16 ოქტომბერს იგი დააპატიმრეს, შემდეგ კი რამდენჯერმე გადაასახლეს და 1937 წლის 1 ნოემბერს დახვრიტეს.