ალვარ გულსტრანდი
ალვარ გულსტრანდი (შვედ. Allvar Gullstrand; დ. 5 ივნისი, 1862, ლანდსკრუნა, შვედეთი, — გ. 30 ივლისი, 1930, სტოკჰოლმი) — შვედი ოფთალმოლოგი და ოპტიკოსი. უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი. იკვლევდა თვალის დიოპტრიკას. შეიმუშავა ასახვის ახალი თეორია. დაადგინა ასტიგმატიზმის სამი ფორმა, გამოიგონა ბინოკულარული ურეფლექსო ოფთალმოსკოპი, ნაპრალოვანი ნათურა ბიომიკროსკოპისათვის, სათვალე-ლუპა. 1911 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში (1911).
ალვარ გულსტრანდი | |
---|---|
შვედ. Allvar Gullstrand[1] | |
დაბ. თარიღი | 5 ივნისი, 1862[2] [3] [4] [1] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | Landskrona Parish[2] [1] |
გარდ. თარიღი | 28 ივლისი, 1930[9] [2] [3] [4] [10] [5] [7] [8] (68 წლის) |
გარდ. ადგილი | Oscar Parish[2] [10] |
დასაფლავებულია | ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[11] [12] [13] [14] |
მოქალაქეობა | შვედეთი |
საქმიანობა | ოფთალმოლოგი, ექიმი[15] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | უფსალის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | უფსალის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[16] [17] , ბიერკენის პრემია და გრეფეს მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალვარ გულსტრანდი დაიბადა 1862 წელს ლანდსკრუნაში. მამამისი ქალაქის მთავარი ექიმი იყო. ალვარ გულსტრანდი მედიცინას სწავლობდა უფსალაში (1880-1885), ვენასა (1885) და სტოკჰოლმში (1886-1888); გეომეტრიული და ფიზიოლოგიური ოპტიკის საკითხებში მთლიანად თვითნასწავლი იყო. 1890 წელს გულსტრანდმა მიიღო სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. აკადემიურ მოღვაწეობასთან ერთად ის ექიმ-ოფთალმოლოგად მუშაობდა და 1892 წელს სტოკჰოლმის თვალის კლინიკის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1894 წელს გულსტრანდი აირჩიეს უფსალის უნივერსიტეტის თვალის დაავადებათა პროფესორად, ხოლო 1913 წელს — ფიზიოლოგიური და ფიზიკური ოპტიკის პროფესორად. ეს უკანასკნელი კათედრა საგანგებოდ შეიქმნა, რათა გულსტრანდი ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკისა და ელემენტარული სასწავლო პროცესისგან გათავისუფლებულიყო და თავისი შრომებისთვის მეტი დრო დაეთმო. 1927 წლიდან ის პენსიაზე გავიდა და უფსალის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი იყო.
1911 წელს გულსტრანდმა თვალის ოპტიკური თვისებების კვლევისთვის მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. მიღებული ჰქონდა სხვა მრავალი ჯილდო და წოდება. გულსტრანდი იყო უფსალის, იენისა და დუბლინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, შვედეთისა და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებების წევრი. 1911-1929 წლებში ის იყო შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის ნობელის ფიზიკის კომიტეტის წევრი, 1922-1929 წლებში კი — იმავე კომიტეტის თავმჯდომარე; ეწინააღმდეგებოდა ნობელის პრემიის გადაცემას ალბერტ აინშტაინისთვის, რომლის ფარდობითობის თეორიას არასრულყოფილად თვლიდა.
ღვაწლი
რედაქტირებაგულსტრანდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის თვალის, როგორც ოპტიკური სისტემის, შესწავლაში. ამისთვის ის გეომეტრიული ოპტიკის ცოდნას და რთულ მათემატიკურ გაანგარიშებებს იყენებდა, რის გამოც გულსტრანდის შრომები მისი თანამედროვე ბევრი ოფთალმოლოგისთვის უცნობი ან გაუგებარი იყო. გულსტრანდმა გაარკვია თვალის რქოვანა გარსის სტრუქტურისა და ფუნქციის, ასევე ასტიგმატიზმის არაერთი საკითხი. მან გააუმჯობესა კატარაქტის ოპერაციის შემდეგ გამოყენებისთვის განკუთვნილი მაკორეგირებელი ლინზები. 1911 წელს თვალის დეტალური გამოკვლევისთვის შექმნა საკუთარი მოდელის ნაპრალოვანი ნათურა (გულსტრანდის ნათურა). გერმანულ კომპანია Zeiss-თან თანამშრომლობით გულსტრანდის მიერ შექმნილი ბინოკულარული ურეფლექსო ოფთალმოსკოპი ყველა ოფთალმოლოგიური კაბინეტის ატრიბუტი გახდა. გულსტრანდის გამოკვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ოპტიკური გამოსახულების თეორიის ახალ კონცეფციას. მან გერმანელი ფიზიკოსის ჰერმან ფონ ჰელმჰოლცის კლასიკური თეორია თვალზე განავრცო აკომოდაციის უნარის ასახსნელად და დაადგინა, რომ ეს უნარი ნაწილობრივ დამოკიდებულია თვალის ბროლის ამოზნექილობის ხარისხზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ehinger, Berndt; Grzybowski, Andrzej (December 2011). „Allvar Gullstrand (1862-1930) - the Gentleman with the Lamp“. Acta Ophthalmologica. 89 (8): 701–708. doi:10.1111/j.1755-3768.2011.02235.x.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალვარ გულსტრანდი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Allvar Gullstrand – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2020.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Landskrona stadsförsamlings kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/LLA/13241/C I/12 (1862-1876), bildid: 00118719_00020, sida 16
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Allvar Gullstrand — 1917.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Гульстранд Альвар // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 10.0 10.1 Oscars kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/6025/F I/5 (1928-1934), bildid: 00030173_00087, sida 80
- ↑ Norra begravningsplatsen: Kändisarna
- ↑ Gullstrand, ALLVAR — Svenskagravar.se.
- ↑ Sten nr 109 – Allvar Gullstrand — ნორა ბეგრავნინგსპლატსენი.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Swedish Census 1890 — Riksarkivet.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1911/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/