ასტიგმატიზმი
ასტიგმატიზმი — თვალის შუქმტეხი აპარატის დეფექტი, რაც გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. ერთ თვალში ამეტროპიის სხვადასხვა სახის, ან ერთი სახის ამეტროპიის სხვადასხვა ხარისხის შერწყმა[1].
ასტიგმატიზმი არის ორ მთავარ ურთიერთპერპენდიკულარულ მერიდიანზე ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი გარდამტეხი უნარი. ამის შედეგად ბადურაზე მიიღება საგნების არამკაფიო და დამახინჯებული გამოსახულებები. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადების, თვალების ჭრილობების შემდეგ. განასხვავებენ მის შემდეგ სახეებს: მარტივი ასტიგმატიზმი: – ერთ–ერთ მთავარ მერიდიანში ემეტროპია, მეორეში – მიოპია ან ჰიპერმეტროპია; რთული ასტიგმატიზმი – ორივე მთავარ მერიდიანში ერთნაირი სახის ამეტროპია, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის; შერეული ასტიგმატიზმი – ერთ–ერთ მთავარ მერიდიანში აღინიშნება მიოპია, ხოლო მეორეში – ჰიპერმეტროპია[2].
მოსახლეობის ერთ მეოთხედში აღინიშნება ე.წ. ფიზიოლოგიური ასტიგმატიზმი (0.5 D), რაც არ მოითხოვს ჩარევას, თუმცა თუ ასტიგმატიზმის დონე აღემატება 1.0D, ეს გავლენას ახდენს მხედველობაზე და საჭიროებს კორექციას. ასტიმატიზმის დიაგნოსტირება ხშირად ხდება ბავშვებში დაახლოებით ორი წლის ასაკში მხედველობის პროფილაქტიკური შემოწმებისას.
სიმპტომები
რედაქტირებაასტიგმატიზმისას შესამჩნევია მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ საგნების დამახინჯებულად ხედვა, მუშაობის დროს თვალის სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი. გამოკვლევისას აღინიშნება თვალის გარდამტეხ ძალებში განსხვავება სხვადასხვა მერიდიანებში. დიაგნოზი ეყრდნობა რეფრაქციის განსაზღვრას მთავარ გარდამტეხ მერიდიანში.
მკურნალობა
რედაქტირებახშირ შემთხვევაში ასტიგმატიზმის სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობას არც საჭიროებს. ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კორექციის ყველაზე გავრცელებული სახეებია: სათვალე, ლინზები, ლაზერული კორექცია, ქირურგიული ჩარევა და სხვა.
დიაგნოზირება
რედაქტირებაასტიგმატიზმის დიაგნოზირება მხედველობის რუტინული გამოკვლევითაც შესაძლებელია. ეს გამოკვლევა თვალების ფოკუსირების უნარს ამოწმებს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან ზოგჯერ ასტიგმატიზმის დიაგნოზირება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება, რამაც შესაძლოა კითხვისა და კონცენტრაციის უნარზე უარყოფითად იმოქმედოს.
ისტორია
რედაქტირება1793 წელს, სტუდენტმა თომას იანგმა აღმოაჩინა, რომ მას ცალ თვალში მხედველობის პრობლემა ჰქონდა. შემდგომ წლებში ის აკვირდებოდა საკუთარ თვალს და 1801 წელს მისივე დასკვნები წარმოადგინა[3].
ჯორჯ ბიდელ ეირმა თომას იანგისაგან დამოუკიდებლად საკუთარ თვალზე აღმოაჩინა ასტიგმატიზმის ფენომენი[4] Airy presented his observations on his own eye in February 1825 at the Cambridge Philosophical Society.[5][6]. მან საკუთარი დაკვირვებები გამოაქვეყნა 1825[4][7] while other sources put this into 1827[8] წლის თებერვალში, კემბრიჯის ფილოსოფოსთა საზოგადოებაში. ეირმა მიიღო ოპტიკიდან ლინზები[9]. ამავე პერიოდში მან მიიღო ცილინდრული ლინზები და სახელი დაარქვა მას არა ჯორჯ ბიდელ ეირმა, არამედ უილიამ უეველმა[10][11][12].
1860-იანი წლებისთის ასტიგმატიზმი უკვე იყო კარგად დადგენილი კონცეფია ოფთალმოლოგიაში, ხოლო წიგნის თავები აღწერდნენ ასტიგმატიზმის დასაწყისს[13][14][15].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ასტიგმატიზმი
- რა არის ასტიგმატიზმი
- [1] დაარქივებული 2007-06-28 საიტზე Wayback Machine.
- [2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Facts About Astigmatism (October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 October 2016. ციტირების თარიღი: 29 September 2016.
- ↑ Harvey, EM (June 2009). „Development and treatment of astigmatism-related amblyopia“. Optometry and Vision Science. 86 (6): 634–9. doi:10.1097/opx.0b013e3181a6165f. PMC 2706277. PMID 19430327.
- ↑ Thomas Young (1801). „Philosophical transactions of the Royal Society of London“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. 91: 23–88. doi:10.1098/rstl.1801.0004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2016.
- ↑ 4.0 4.1 Levene, J. R. (1966). „Sir George Biddell Airy, F.R.S. (1801-1892) and the Discovery and Correction of Astigmatism“. Notes and Records of the Royal Society of London. 21 (2): 180–199. doi:10.1098/rsnr.1966.0017. JSTOR 531067.
- ↑ (2007-10-22) Irregular Astigmatism: Diagnosis and Treatment. ISBN 9781556428395.
- ↑ George Biddell Airy (1827). „On a peculiar Defect in the Eye, and a mode of correcting it“. Transactions of the Cambridge Philosophical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2016.
- ↑ Read, Scott A; Collins, Michael J; Carney, Leo G (2007). „A review of astigmatism and its possible genesis“. Clinical and Experimental Optometry. 90 (1): 5–19. doi:10.1111/j.1444-0938.2007.00112.x. PMID 17177660.
- ↑ (2006) Adaptive optics for vision science: principles, practices, design, and applications. ISBN 9780471679417.
- ↑ (1954) Thomas Young Natural Philosopher 1773-1829.
- ↑ (1866) Die Anomalien der Refraction und Accommodation des Auges.
- ↑ (2007-10-22) Irregular Astigmatism: Diagnosis and Treatment. ISBN 9781556428395.
- ↑ Snyder, C. (1965). „The Rev. Mr. Goodrich and His Visual Problem“ (PDF). Archives of Ophthalmology. 73 (4): 587–589. doi:10.1001/archopht.1965.00970030589023. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 6 მარტი 2012.
- ↑ Bumstead, J. F. (1863). „A Few Remarks on Astigmatism“. Boston Med Surg J. 69 (14): 280–284. doi:10.1056/NEJM186311050691404.
- ↑ (1862) Astigmatismus und cylindrische Gläser.
- ↑ Artal, Pablo; Tabernero, Juan (2010). „Optics of human eye: 400 years of exploration from Galileo's time“. Applied Optics. 49 (16): D123–30. Bibcode:2010ApOpt..49G.123A. doi:10.1364/AO.49.00D123. PMID 20517354.