ალვის ხე
(გადამისამართდა გვერდიდან ალვა)
ალვის ხე (Populus italica, Populus pyramidalis) — ფოთოლმცვივანი, ორსახლიანი ხე ტირიფისებრთა ოჯახისა.
ალვის ხე | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Populus italica | ||||||||||||
|
იზრდება 40 მ-მდე, აქვს ვიწრო პირამიდული ქერქი. ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფი კი მაისში მწიფდება. მდედრობითი ხეები იშვიათია და ამიტომ კალმით ამრავლებენ. საკმაოდ ყინვაგამძლეა და სწრაფმზარდი.
60-70 წლის ხე წვერხმელობას იწყებს. გაღიავებული დრეკადი ვარჯი ქარს ადვილად ატარებს და ირწევა. ალვის ხის სამშობლოდ ავღანეთსა და შუა აზიას თვლიან.
კულტივირებულია კავკასიაში. კარგი სახეივნო ჯიშია. ქარსაფრებში ფოთლოვან ჯიშებს შორის საუკეთესოა თავისი საროტანის გამო. 15-20 წლისა უკვე საშენ მასალას იძლევა. მას მსუბუქ, სიმშრალეში გამძლე მერქანს ქაღალდის წარმოებაში იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მირზაშვილი ვ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 304.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: