ალეხანდრო ტოლედო
ალეხანდრო ტოლედო (ესპ. Alejandro Toledo) — (დ. 28 მარტი, 1948, კაბანა, პერუ) — პერუელი პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი. პერუს პრეზიდენტი 2001–2006 წწ.
ალეხანდრო ტოლედო | |
პერუს 92-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი 2001 – 28 ივლისი 2006 | |
წინამორბედი | ვალენტინ პანიაგა |
მემკვიდრე | ალან გარსია პერესი |
დაბადებული | 28 მარტი 1948 კაბანა, პერუ |
მეუღლე | ელიან კარპი |
პროფესია | ეკონომისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ კაბანაში ინდიელი გლეხის ოჯახში, რომლებიც კეჩუას ტომს მიეკუთვნებოდნენ. მის გარდა ოჯახში კიდევ 15 ბავშვი იზრდებოდა. მამამისი ქვის მუშა იყო დედა კი თევზის გამყიდველი. თვით ალეხანდრო კი ახალგაზრდობაში ფეხსაცმლის მწმენდავად მუშაობდა.
საშუალო განათლება მიიღო სან–პედროს სახელმწიფო სკოლაში. 16 წლის ასაკში მშვიდობის კორპუსის დახმარებით ჩაირიცხა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაპოლიტიკური კარიერა დაიწყო 1995 წელს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელმაც სულ ხმების 3 % აიღო. 1999 წელს ჩამოაყალიბა პარტია „შესაძლო პერუ“ და მონაწილეობა მიიღო 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აღნიშნული არჩევნების რეზულტატიც მოქმედი პრეზიდენტის ალბერტო ფუხიმორის სასარგებლო იყო. პერუს დამოუკიდებლობის დღეს 2000 წლის 28 ივლისს, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ტოლედო სათავეში ჩაუდგა მშვიდობიან დემონსტრაციას, რომელმაც ამავე წლის 22 ნოემბერს მიაღწია თავის შედეგს. ფუხიმორიმ დანიშნა ახალი არჩევნები და გადადგა თანამდებობიდან. დროებითი პრეზიდენტი გახდა ვალენტინ პინიაგა, რომელმაც ორგანიზება გაუწია 2001 წლის 29 მაისის არჩევნებს. არჩევნებში ალეხანდრომ დაამარცხა თავისი მუდმივი კონკურენტი ალან გარსია პერესი და გახდა პერუს 92–ე პრეზიდენტი.
მისი პრეზიდენტობა ეკონომიკის აღმასვლით გამოირჩეოდა. პრეზიდენტის მთავარი დამსახურებაა სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამის "JUNTOS" ((ესპანური) ერთად) განხორციელება, რომელსაც აქტიურად დაუჭირა მხარი და გააგრძელა მომდევნო პრეზიდენტმაც.
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებამისი მმართველობისას პერუს საგარეო პოლიტიკური პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც დადო რიგი ხელშეკრულებებისა, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.AlejandroToledo.org დაარქივებული 2010-07-05 საიტზე Wayback Machine.
- Extended bio and presidential tenure, by CIDOB Foundation დაარქივებული 2007-09-05 საიტზე Wayback Machine. (in Spanish)
- Alejandro Toledo: President of Peru
- Peace Corps: Alejandro Toledo
- Alejandro Toledo's commencement speech at Stanford[მკვდარი ბმული]
- Presentation by Alejandro Toledo about Economic Growth and Poverty Eradication - Feb 2007 დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine.
- "From president of Peru to just Palo Alto guy" by Tyler Bridges in San Francisco Chronicle February 11, 2007
წინამორბედი: ვალენტინ პანიაგა |
პერუს პრეზიდენტი 2001–2006 |
შემდეგი: ალან გარსია პერესი |