ალექს პერეირა
ალექს სანდრო სილვა პერეირა (დ. 7 ივლისი, 1987) — ბრაზილიელი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი და ყოფილი კიკბოქსერი. იგი ამჟამად ასპარეზობს Ultimate Fighting Championship (UFC)-ის ქვემძიმე წონით დივიზიონში, სადაც არის UFC-ის ამჟამინდელი ჩემპიონი და ყოფილი საშუალო წონის ჩემპიონი. პერეირა არის მეცხრე მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელიც გახდა ჩემპიონი ორ სხვადასხვა წონით დივიზიონში და პირველი, ვინც გახდა ჩემპიონი როგორც საშუალო, ისე ქვემძიმე წონით დივიზიონში.
ალექს პერეირა | |
---|---|
პერეირა 2024 წელს | |
მშობლიური სახელი | ალექს სანდრო სილვა პერეირა |
დაბადების თარიღი |
7 ივლისი, 1987 სან-ბერნარდუ-დუ-კამპუში, სან პაულო, ბრაზილია |
საქმიანობა | შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი |
ორგანიზაცია | UFC |
სიმაღლე | 1.93 მ |
წონა | 93 კგ. |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 7 ივლის, 1987 წელს, სან-ბერნარდუ-დუ-კამპუში, სან პაულო, ბრაზილია. გაიზარდა ფაველაში, პერეირამ დატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა აგურის მშენებლის თანაშემწედ და მოგვიანებით საბურავების მაღაზიაში. მისი კოლეგებიდან გამომდინარე მან დაიწყო დალევა, რის შედეგადაც იგი გახდა ალკოჰოლიკი. 2009 წელს მან დაიწყო კიკბოქსინგზე ვარჯიში, რათა თავი დაეღწია ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.[1]
კიკბოქსინგის კარიერა
რედაქტირება2014 წლის 8 მარტს, პერეირამ მოიგო Glory 14-ის Contender ტურნირი საშუალო წონაში, რომელიც ხორვატიაში ჩატარდა. ნახევარფინალში მან პირველი რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა დასტინ იაკობი, ხოლო ფინალში საჰაკ პარპარიანი, მსაჯთა გადაწყვეტილებით. Glory 15-ის დროს გამოაცხადეს, რომ პერეირა იქნება ერთ-ერთი რვა მებრძოლიდან, რომლებიც იასპარეზებენ Glory 17-ზე, საშუალო წონაში, ინგლვუდში, კალიფორნია, შეერთებული შტატები 2014 წლის 21 ივნისს. მან წააგო მომავალ ჩემპიონ არტემ ლევინთან, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეოთხედფინალში, ტურნირიდან გასვლის მიზნით. მან შემდგომ მოიგო 1 ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც პერეირას მომდევნო 5 ბრძოლის სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 4–1. ამ დროს პერეირამ მიაღწია თავის ყველაზე ცნობილ გამარჯვებებს, დაამარცხა მომავალი UFC საშუალო წონის ჩემპიონი ისრაელ ადესანია ორჯერ: ერთხელ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და ერთხელ კონტრ მარცხენა ჰუკით. პერეირამ მოიგო Glory Middleweight-ის ტიტული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სიმონ მარკუსის წინააღმდეგ Glory 46-ზე ჩინეთში.[2] მან ამ ორგანიზაციაში ბევრი ბრძოლა ჩაატარა რადროსაც მოგებებიც და ტიტულებიც საკმაოდ დაუგროვდა. ამის შემდგომ იგი MMA-ში გადავიდა.
MMA კარიერა
რედაქტირებაპერეირას შერეული საბრძოლო ხელოვნების დებიუტი 2015 წელს, Jungle Fight 82-ში კემუელ ოტონის წინააღმდეგ შედგა, ამ ბრძოლაში კი იგი საბმიშენის მეშვეობით დაამარცხეს. მან გააგრძელა ასპარეზობა Jungle Fight-ში, რის შემდეგაც მოიპოვა ზედიზედ ორი გამარჯვება, პირველი ტექნიკური ნოკაუტით, ხოლო მეორე ჩვეულებრივ ნოკაუტით, მარსელო კრუზისა და მარკუს ვინისიუს სილვეირას წინააღმდეგ. 2020 წლის 22 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერეირამ გააფორმა კონტრაქტი Legacy Fighting Alliance-თან და შემდეგ შედგა მისი სარეკლამო დებიუტი, თომას პაუელის წინააღმდეგ 2020 წლის 20 ნოემბერს. მან ბრძოლა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.[3]
UFC კარიერა
რედაქტირება2021 წლის 3 სექტემბერს პერეირამ ხელი მოაწერა UFC-ის კონტრატს. მისი დებიუტი შედგა ანდრეას მიხაილიდის წინააღმდეგ 2021 წლის 6 ნოემბერს, UFC 268-ზე. მან ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო მეორე რაუნდში. პერეირა დაუპირისპირდა ბრუნო სილვას 2022 წლის 12 მარტს, UFC Fight Night 203-ზე. პერეირამ სამივე რაუნდში აჯობა სილვას და ბრძოლა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ამის შემდეგ, მან ნოკაუტით მოიგო ბრძოლა სტრიკლენდთან რის შემდეგაც იგი საშუალო წონის ჩემპიონ ისრაელ ადესანიას დაურისპირდა, 2022 წლის 12 ნოემბერს, UFC 281-ზე. მან ეს ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. 2023 წლის 8 აპრილს კი შედგა განმეორებითი ბრძოლა ადესანიასა და პერეირას შორის UFC 287-ზე, სადაც იგი ნოკაუტით დამარცხდა. 2023 წლის 13 აპრილს პერეირამ ტვიტერის საშუალებით გამოაცხადა, რომ გადადიოდა ქვემძიმე წონით დივიზიონში. პერეირამ ამ დივიზიონში დაამარცხა ჟირი პროჰასკა და გახდა ჩემპიონი. ამ გამარჯვებამ პერეირა მე-9 მებრძოლად აქცია UFC-ის ისტორიაში, რომელიც გახდა ჩემპიონი ორ სხვადასხვა წონით დივიზიონში. მან ტიტული პირველად 2024 წლის 13 აპრილს, UFC 300-ზე ჯამაჰალ ჰილთან დაიცვა. 2024 წლის 29 ივნისს, UFC 303-ზე, მან განმეორებითი ბრძოლა ჩაატარა ჟირი პროჰასკასთან, სადაც იგი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქამარი მეორედ დაიცვა.[4]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპერეირას ჰყავს უმცროსი და, ალინ პერეირა, რომელიც იბრძოდა Glory-ისთვის და MMA-ის დებიუტი ჰქონდა 2022 წლის 18 ნოემბერს.[5] პერეირას ყოფილ მეუღლესთან 2 ვაჟი ჰყავს.