ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი (ინგლ. Alex Oxlade-Chamberlain; დ. 15 აგვისტო, 1993, პორტსმუთი) — ინგლისელი ფეხბურთელი. ახალგაზრდული კარიერა საფეხბურთო კლუბ „საუთჰემპტონში“ გაატარა. იქვე ითამაშა პირველი პროფესიონალური სეზონი, რის შემდეგაც „არსენალში“ გადავიდა. 2023 წლიდან იცავს თურქული „ბეშიქთაშის“ ღირსებას.
„ბეშიქთაშის“ შემადგენლობაში | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
ალეგზანდერ მარკ დევიდ ოქსლეიდ-ჩემბერლინი[1] | ||
დაბადების თარიღი | 15 აგვისტო, 1993[1] | ||
დაბადების ადგილი | პორტსმუთი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 180 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | ვინგერი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბეშიქთაში | ||
ნომერი | 15 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2010 | საუთჰემპტონი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010–2011 | საუთჰემპტონი | 36 | (9) |
2011–2017 | არსენალი | 132 | (9) |
2017–2023 | ლივერპული | 103 | (11) |
2023– | ბეშიქთაში | 20 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
2010 | ინგლისი 18-წლ. | 1 | (0) |
2011 | ინგლისი 19-წლ. | 3 | (0) |
2011–2012 | ინგლისი 21-წლ. | 8 | (4) |
2012–2019 | ინგლისი | 35 | (7) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 მაისი, 2024 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირება„საუთჰემპტონი“
რედაქტირებაალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა 10 წელი გაატარა ,,საუთჰემპტონის" ახალგაზრდულ გუნდში.2010 წლის 2 მარტს ჩემბერლენმა იდებიუტა საუთჰემპტონის ძირითად გუნდში ინგლისის მესამე დივიზიონის,პირველი ლიგის საშინაო მატჩში „ჰადერსფილდის“ წინააღმდეგ (5-0).იმავე წლის აგვისტოში ჩემბერლენმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბთან.23 ოქტომბერს ჩემბერლინმა პირველი გოლი გაიტანა საუთჰემპტონის შემადგენლობაში კლუბ „ოქსფორდის“ კარში. 2010/2011 წლების სეზონში ჩემბერლენმა თავის პირველ პროფესიონალურ სეზონში 41 მატჩში 10 გოლი გაიტანა,რის გამოც პირველი ლიგის სეზონის ახალგაზრდულ შემადგენლობაში შეიყვანეს და საუთჰემპტონი ჩემპიონშიპში გადავიდა.
„არსენალი“
რედაქტირება2011 წლის 8 აგვისტოს გამოცხადდა რომ ჩემბერლენი ლონდონის „არსენალში“ გადადიოდა. ტრანსფერის ღირებულებამ 12 მილიონი ფუნტი შეადგინა, შესაძლო 3 მილიონი ფუნტის დამატებით, თუ ჩემბერლენი არსენალში წარმატებით იასპარეზებდა. შეძენის ინიციატორია ლონდონელთა ფრანგი მრწვრთნელი არსენე ვენგერი იყო, რომელიც ჩემბერლენში პოტენციურ მოთამაშეს ხედავდა.
2011 წლის 28 აგვისტოს ჩემბერლენმა არსენალის შემადგენლობაში იდებიუტა. ინგლისის პრემიერ ლიგის გასვლით მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (2:8). 2011 წლის 20 სექტემბერს ჩემბერლენმა სადებიუტო გოლი გაიტანა არსენალის შემადგენლობაში ლიგის თასის მატჩში „შევსბერის“ წინააღმდეგ (3-1). 29 სექტემბეტს ჩემპიონთა ლიგში თავისი სადებიუტო მატჩი ითამაშა ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ (2-1), და თავისი პირველი გოლიც გაიტანა ჩემპიონთა ლიგში, რომლის წყალობით 18 წლის ჩემბერლენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი რომელმაც ჩემპიონთა ლიგში გოლი გაიტანა.
2014 წლის 17 მაისს არსენალმა ასოციაციის თასის ფინალში „უემბლიზე“ „ჰალი“ დაამარცხა (3:2), რაც ჩემბერლენისთვის კარიერაში პირველი ტიტული აღმოჩნდა.
2014 წლის 10 აგვისტოს არსენალმა „მანჩესტერ სიტის“ 3:0 მოუგო და ჩემბერლნთან ერთად ინგლისის სუპერ თასსაც დაეუფლა.
2015 წლის 2 აგვისტოს გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი ინგლისის სურპერ-თასში „ჩელსის“ წინააღმდეგ.
,,ლივერპული“
რედაქტირება2017 წლის ზაფხულში ჩემბერლენის გადაბირება ლონდონის „ჩელსის“ და „ლივერპულს“ სურდათ. ორივე კლუბი შეთანხმდა „არსენალთან“ ინგლისელის სატრანსფერო ღირებულებაზე, თუმცა თვითონ მოთამაშემ „ლივერპულში“ გადასვლა მოისურვა. შემდგომში ჩემბერლენმა განაცხადა, რომ „ლივერპულს“ ბავშვობიდან გულშემატკივრობდა და იგი მისი საყვარელი კლუბი იყო. 31 აგვისტოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, მისმა ღირებულებამ კი 35 მილიონი ფუნტი შეადგინა.[3].
მიღწევები
რედაქტირება- ასოციაციის თასი (3): 2013–14, 2014–15, 2016–17
- ინგლისის სუპერთასი (3): 2014, 2015, 2017
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2018–19
ფინალისტი: 2017–18 - პრემიერ ლიგა (1): 2019–20
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2019
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩემბერლინი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ჩემბერლინის პროფილი
- ჩემბერლინის პროფილი
- ჩემბერლინის პროფილი
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Edinburgh: Mainstream Publishing, გვ. 324. ISBN 978-1-84596-601-0.
- ↑ Alex Oxlade-Chamberlain: Overview. Premier League.
- ↑ Alex Oxlade-Chamberlain's Liverpool shirt number has been confirmed.