ალექსი პავლოვი

რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი

ალექსი პეტრეს ძე პავლოვი (რუს. Павлов, Алексей Петрович; დ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი], 1854 , მოსკოვი — გ. 9 სექტემბერი, 1929, ბად-ტელცი, გერმანია) — რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919).

ალექსი პავლოვი
რუს. Алексей Петрович Павлов
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1854(1854-11-19)[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
გარდ. თარიღი 9 სექტემბერი, 1929(1929-09-09)[2] (74 წლის)
გარდ. ადგილი ბად-ტელცი, გერმანია[2] ან მოსკოვი[1]
დასაფლავებულია გერმანია
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი, პალეონტოლოგი, მეცნიერი[1] და სამეცნიერო მუშაკი[1]
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] და School Maksimovich[4]
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები ალექსანდრ ჩერნოვი, ანდრია არხანგელსკი, ვერა ვარსანოფიევა, ევგენი მალინოვსკი და სერგეი ობრუჩევი
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე მარია პავლოვა[4]
ჯილდოები რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1879 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1884 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია, ხოლო 1886 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „Aspidoceras acanthicum-ის ზონის ამონიტები“.

1886 წლიდან იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. აღსანიშნავია, რომ ალექსი პავლოვის მეუღლე მარია პავლოვა ასევე ცნობილი რუსი პალეონტოლოგი იყო.

ალექსი პავლოვის ძირითადი შრომები განეკუთვნება რუსეთის ევროპული ნაწილის სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პალეონტოლოგიის, მეოთხეული გეოლოგიისა და გეოლოგიის მეცნიერების ისტორიის საკითხებს. ფართოდ მუშაობდა აგრეთვე გეომორფოლოგიის დარგში. იგი რუსეთში გეომორფოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ავტორია რიგი ნაშრომებისა, რომელიც მიეძღვნა ვაკე-დაბლობების რელიეფის წარმოშობის საკითხებს. პავლოვმა გამოყო კონტინენტური ნალექების ორი ახალი ტიპი: დელუვიონი და პროლუვიონი. გეოლოგთა მნიშვნელოვანი სკოლა შექმნა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ასევე გეოლოგთა აღზრდის საქმეში. მის მოწაფეთაგან იყვნენ შემდგომში ცნობილი გეოლოგები: ანდრია არხანგელსკი, მიხეილ პრიგოროვსკი, ოქტავიუს ლანგე და მრავალი სხვა. დაკრძალულია მოსკოვში.

იყო ლონდონის გეოლოგიური საზოგადოებისა და საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრი; მინიჭებული აქვს ფრანგი პალეონტოლოგის ალბერ გოდრის სახელობის ოქროს მედალი.

თხზულებები

რედაქტირება
  • Генетические типы материковых образований ледниковой и послеледниковой эпохи, 1888;
  • Юрские и нижнемеловые Cephalopoda Северной Сибири, СПБ, 1914;
  • Неогеновые и послетретичные отложения Южной и Восточной Европы. Сравнительная стратиграфия пресноводных отложений, М., 1925;
  • Оползни Симбирского и Саратовского Поволжья, М., 1903;
  • Геологический очерк окрестностей Москвы, 5 изд., М., 1946;
  • Le Crétacé inférieur de la Russie et sa faune, М., 1901.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Варсанофьева В. А., Алексей Петрович Павлов и его роль в развитии геологии, 2 изд., М., 1947 (имеется список трудов П.).
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech National Authority Database
  2. 2.0 2.1 2.2 Павлов Алексей Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Жамойда А. И., Рожнов С. В., Алексеев А. С. и др. Столетие Палеонтологического общества России. Исторический очерк, 100 years of the Russian Paleontological Society. A Historical Survey // Историко-биологические исследования — 2016. — Т. 8, вып. 2. — С. 83–106. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  4. 4.0 4.1 Любина Г. И. М.В. Павлова в Москве. 1910–1930, M.V. Pavlova in Mosow: 1910–1930 // Историко-биологические исследования — 2020. — Т. 12, вып. 1. — С. 35–60. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2020-11001