სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგლიძე.

ალექსი გოგლიძე (დ. 7 იანვარი, 1975, გორი) — ქართველი პოლიტიკოსი.

ალექსი გოგლიძე
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1975 (1975-01-07) (49 წლის)
დაბადების ადგილი გორი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება უმაღლესი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლობა
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1975 წლის 7 იანვარს ქალაქ გორში. დაამთავრა №7 საშუალო სკოლა. 1991–1996 წლებში სწავლობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით. 2006–2007 წლებში მუშაობდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული განყოფილების უფროსად. 2008–2012 წლებში მუშაობდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსად.

2012–2013 წლებში მუშაობდა გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილედ.

2014 წლიდან არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 2016 წლის 10 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გორის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად დაასახელა.[1] მშობლიური ქართული ენის გარდა ფლობს რუსულ ენას.

  1. ალექსი გოგლიძე — გორის მაჟორიტარი კანდიდატი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 2018-09-20.