ნიკოლოზ ალექსიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ალექსიძე, ნიკოლოზ)

ნიკოლოზ ესტატეს ძე ალექსიძე (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 15 დეკემბერი], 1900, სოფ. წრომი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 14 თებერვალი, 1970, თბილისი) — ქართველი ენტომოლოგი, სოფლის მეურნეობის დოქტორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია რედაქტირება

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი, 1935 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. გამოიკვლია ვაზის, ბოსტნისა და ბაღჩეული კულტურების მავნებელთა ბიოეკოლოგიური საკითხები, შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება