ალექსის კარელი
ალექსის კარელი (ფრანგ. Alexis Carrel; დ. 28 ივნისი, 1873, სენტ-ფუა-ლე-ლიონი, საფრანგეთი, — გ. 5 ნოემბერი, 1944, პარიზი) — ფრანგი ქირურგი და ფიზიოლოგი. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1912 წელს სისხლძარღვების გაკერვის ინოვაციური მეთოდის შემუშავებისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. კარელმა ასევე შექმნა (ჩარლზ ლინდბერგთან ერთად) პერფუზიული ტუმბო, რომლის მიზანი ტრანსპლანტაციისთვის ორგანოთა მომზადება იყო.
ალექსის კარელი | |
---|---|
ფრანგ. Alexis Carrel | |
დაბ. თარიღი | 28 ივნისი, 1873[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | სენტ-ფუა-ლე-ლიონი |
გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1944[11] [4] [3] [2] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[11] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ბიოლოგი, ქირურგი[12] , ფიზიოლოგი[13] და სოციოლოგი[14] |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი[15] და The Rockefeller University[15] [16] |
ალმა-მატერი | ლიონის უნივერსიტეტი[17] [15] და Saint-Marc Lycée |
მეუღლე | Anne Gourlez de La Motte |
მამა | Alexis Carrel-Billiard |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[18] [19] [16] , Commander of the Order of Leopold, Bordin Prize და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსის კარელი დაიბადა 1873 წელს. დაამთავრა ლიონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1890) და იქვე მოიპოვა დოქტორის ხარისხი (1900). ქირურგად მუშაობდა ლიონის ჰოსპიტალში; ლიონის უნივერსიტეტში ასწავლიდა ანატომიასა და ოპერაციულ ქირურგიას. ადრევე დაინტერესდა სისხლძარღვების ქირურგიული აღდგენის პრობლემით და შექმნა მათი გაკერვის მეთოდი „პირით-პირში“ პრინციპით. ეს მეთოდი ბევრი ქირურგიული ჩარევის, მათ შორის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციების, აუცილებელი ნაწილი გახდა. 1902 წელს კარელის სამეცნიერო რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა ლურდში ღვთისმშობლის სალოცავის მონახულების დროს გოგონას თითოქოსდა სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შემთხვევის დამოწმებამ, რომელიც შემდგომში კარელმა უარყო, თუმცა კოლეგების კრიტიკა გამოიწვია და კარელის მიერ საფრანგეთის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. 1904 წელს კარელი ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) გადავიდა და ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ნიუ-იორკში როკფელერის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტში მოღვაწეობდა. აქ ის აქტიურად მუშაობდა ადამიანის ორგანიზმის გარეთ ცოცხალი ქსოვილების და ორგანოების შენახვა-შენარჩუნების გზებზე. ამ საკითხების მექანიკური კომპონენტის გადაწყვეტაში ცნობილი ამერიკელი ავიატორი და გამომგონებელი ჩარლზ ლინდბერგი ეხმარებოდა.
პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) საფრანგეთში დაბრუნდა. მაიორის წოდებით მსახურობდა საფრანგეთის არმიის სამედიცინო კორპუსში. მისი მონაწილეობით შეიქმნა ანტისეპტიკური ხსნარებით საომარი ჭრილობების დამუშავების მეთოდი (კარელ-დაკინის მეთოდი), რომელსაც იმ დროს ფართოდ იყენებდნენ. მსოფლიო ომებს შორის პერიოდში კვლავ აშშ-ში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1939 წელს, საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მივლინებული სპეციალური მისიის შემადგენლობაში საფრანგეთში დაბრუნდა. 1941 წელს გახდა ვიშის მთავრობის მიერ დაარსებული ადამიანის პრობლემების შემსწავლელი ფრანგული ფონდის (პარიზი) დირექტორი. 1944 წლის აგვისტოში პარიზის გათავისუფლების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს, ფონდი კი დემოგრაფიული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტად გადაკეთდა. კარელი მალევე, 1944 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა პარიზში.
დადებითი მეცნიერული რეპუტაციისა და მიღწევების მიუხედავად, კარელის პიროვნება, მისი ფილოსოფიური შეხედულებები და მეორე მსოფლიო ომის წლებში მოღვაწეობა ხშირად კრიტიკის საგანი იყო. ბიოსამედიცინო ხასიათის ნაშრომების გარდა კარელს ეკუთვნის ცნობილი წიგნი „უცნობი ადამიანი“ (L'Homme, cet inconnu; 1935), რომელშიც ავტორის რელიგიური და საზოგადოებრივი შეხედულებებია გადმოცემული. თხზულებაში ასახული პოზიტიური ასპექტების მიუხედავად, კარელის ბევრი მოსაზრება ახლოს იდგა რასობრივი თეორიისა („მეცნიერული რასიზმი“) და ევგენიკის პრინციპებთან. 1912 წელს სისხლძარღვთა ქირურგიაში შეტანილი წვლილისთვის კარელი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ის ასევე იყო საფრანგეთის, აშშ-ის, ესპანეთის, რუსეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ვატიკანის, გერმანიის, იტალიისა და საბერძნეთის სამეცნიერო საზოგადოებების წევრი, ბელფასტის, პრინსტონის, კალიფორნიის, ნიუ-იორკის, ბრაუნისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის (საფრანგეთი), ლეოპოლდის (ბელგია), პოლარული ვარსკვლავის (შვედეთი) ორდენებით და სხვა ჯილდოებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ozkan, Judy (14 February 2020). „Alexis Carrel: The Known, the Unknown and the Unknowable“. European Heart Journal. 41 (7): 810–811. doi:10.1093/eurheartj/ehaa060.
- Reggiani, Andrés Horacio (2007) God's eugenicist : Alexis Carrel and the sociobiology of decline. Berghahn Books. ISBN 9781845451721.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსის კარელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Alexis Carrel – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2020.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 2.0 2.1 Carrel, Alexis, 1873-1944 — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Alexis Carrel
- ↑ 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France Alexis Carrel (1873-1944) — 2011.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ AlKindi
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 11.0 11.1 Каррель Алексис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Nye R. God’s Eugenicist: Alexis Carrel and the Sociobiology of Decline (review) // Bull. Hist. Med. — JHU Press, 2008. — Vol. 82, Iss. 3. — ISSN 0007-5140; 1086-3176 — doi:10.1353/BHM.0.0061
- ↑ Tort P. Des figures de l'eugénisme en France // Pour la Science — 1999. — გამ. 342. — ISSN 0153-4092; 1766-0351; 2267-490X
- ↑ CARREL ALEXIS(1873-1944) — Encyclopædia Britannica, 1968.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Alexis Carrel — 2002.
- ↑ 16.0 16.1 1912 Nobel Prize in Physiology or Medicine — The Rockefeller University.
- ↑ Bell A. Alexis Carrel - FRENCH SURGEON, SOCIOLOGIST, AND BIOLOGIST — Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1912 // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ The Nobel Prize amounts // nobelprize.org — Nobel Foundation.