ალექსანდრ ლაკაზეტი

ალექსანდრ ლაკაზეტი (ფრანგ. Alexandre Lacazette; დ. 28 მაისი, 1991, ლიონი) — ფრანგი ფეხბურთელი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ წევრი.

ალექსანდრ ლაკაზეტი
2018 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
28 მაისი, 1991
დაბადების
ადგილი
ლიონი, საფრანგეთი
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლიონი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1998–2003 ELCS Lyon
2003–2010 ლიონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2017 ლიონი 203 (100)
2017- არსენალი 66 (27)
ეროვნული ნაკრები
2013– საფრანგეთი 16 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 მაისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2014

მან წარმოადგინა საფრანგეთის ნაკრები ყველა ახალგაზრდულ დონეზე. მან მოიგო 2010 წლის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც გაიტანა მატჩის მომგები გოლი ესპანეთთან, ფინალში. ნაკრებში მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 2013 წლის ივნისში, ხოლო პირველი გოლი გაიტანა 2015 წლის მარტში.

2017 წლის 5 ივლისს დადასტურდა ლაკაზეტის ტრანსფერი „არსენალში“ 52 მილიონ ფუნტად. იგი გახდა მეთოფეების ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ისტორიაში.[1].ფრანგის დებიუტი ახალ გუნდში შედგა 13 ივლისს მეგობრულ მატჩში ,,სიდნეის" წინააღმდეგ. ლაკაზეტი მოედანზე 68-ე წუთზე გამოვიდა,ხოლო 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა.,,არსენალმა" 2-0 მოიგო.

ინგლისის პრემიერლიგაში ლაკაზეტმა პირველი მატჩი ითამაშა 2017 წლის 11 აგვისტოს „ლესტერ სიტის“ წინააღმდეგ. თამაშის მეორევე წუთზე ლაკაზეტმა გოლი გაიტანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ის მატჩი „არსენალმა“ 4:3 მოიგო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება