ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი

ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი[1] — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის გვერდით ქედზე, ფიტნარგინის ქედის განშტოების ადგილას, მყინვარ დიხსუს მარცხენა ტოტის სათავესთან. სიმაღლე 4700 მ. კლდოვან-ყინულოვანია. მწვერვალს 1945 წელს დაერქვა ქართველი მთამსვლელის ალექსანდრე ჯაფარიძის სახელი.

ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4700 
ქედი ცენტრალური კავკასიონი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება