ალექსანდრე სულხანიშვილი
ალექსანდრე სულხანიშვილი (დ. 1808, თბილისი ― გ. წ. უცნობია) — ქართველი მთარგმნელი, კალიგრაფი. 1825 წელს გადაუწერია სულხან-საბა ორბელიანის „სამოთხის კარი“. ფლობდა რუსულ, სპარსულ და თურქულ ენებს. 1828 სპარსულიდან პროზაულად თარგმნა XV საუკუნის პოეტის ფანაჰის პოემა „ბახთიარნამე“. შესავალში მოცემულია ავტობიოგრაფიული ცნობები და ძეგლის თარგმნის ისტორია. XIX საუკუნის 40-იან წლებში სულხანიშვილი პეტერბურგში იყო. 1839 წელს გამოაქვეყნა ქართულ-ფრანგულ-რუსული ლექსიკონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ა., სპარსული ხალხური დასთანების ქართული ვერსიები, I — ბახთირ-ნამე, თბ., 1968;
- რუხაძე ტ., ქართული ეპოსი „გარდამავალი ხანის“ ლიტერატურაში, თბ., 1939;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 602-603.