ბახთიარნამე
„ბახთიარნამე“, XVIII-XIX საუკუნეების ქართული ლიტერატურის თარგმნილი ძეგლი. სპარსულ-ტაჯიკური „ბახთიარნამე“ — საერთო სიუჟეტური ქარგის მქონე არაკების კრებული — დაახლოებით XIII საუკუნის კლასიკური პროზის ძეგლია. უძველეს სპარსულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებობს სპარსული „ბახთიარნამეს“ როგორც ლიტერატურული, ისე ხალხური ვერსიები. ერთ-ერთი ხალხური ვერსია დაედო საფუძვლად „ბახთიარნამეს“ ქართულ თარგმანს, რომელიც შესრულებულია ვახტანგ VI-ის ბრძანებით უცნობი მთარგმნელის მიერ დაახლოებით 1703—1711 წლებში. „ბახთიარნამეს“ მეორე ქართული ვერსია — სპარსელი პოეტის ფანაჰის (XV ს.) პოემის პროზაული თარგმანი — ალექსანდრე სულხანიშვილს ეკუთვნის (1828).
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 254.