ალექსანდრე რუსეცკი
ალექსანდრე რუსეცკი (დ. 26 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი და თანამდებობის პირი. პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტი, კონფლიქტების მეტაკოგნიტური მართვის თეორიის ავტორი.
ალექსანდრე რუსეცკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 თებერვალი, 1969[1] (55 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წელს ESM, აშშ საგარეო პოლიტიკის ასოციაციის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა, მიღებული აქვს კონფლიქტების მართვისა და მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუქტორის სერტიფიკატი. 1989-1991 წლებში იყო გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი. 1991-1993 წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი; 1994-1998 წწ. სოციალური ურთიერთობების განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი; 1991 წლიდან ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი; შემდგომში კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი; 2019 წლის 31 იანვარს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თემაზე — „პროფესიული არჩევანის პრობლემის ზეგავლენა სტუდენტის სწავლის პროცესზე და პროფესიულ გარემოში ადაპტაციაზე“; პროფესიული ბედნიერების თეორიის, ამბივერტული განათლების და მეცნიერების კონცეპციის და სიმ-მეთოდის (სწავლა / სწავლების ინტეგრირებული მეტაკოგნიტური მეთოდი) ავტორი; წმინდა თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ქართული გლობალური უნივერსიტეტის პროექტის ავტორი (2019); მეტაფსიქოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტისა და ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის სკოლის პროექტის ავტორი და თანადამაარსებელი (2020); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.