ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე პენი (ებრ. אלכסנדר פן; დ. 14 თებერვალი, 1906 — გ. 20 აპრილი, 1972, თელ-ავივი) — ებრაელი პოეტი. ცხოვრების რთული გზა განვლო. 1927 წლიდან გადასახლდა პალესტინაში. იყო ისრაელის კომპარტიის წევრი. ითვლება ისრაელის პოეზიაში პოლიტიკური ლექსის ფუძემდებლად. მისი მაღალმხატვრული ლექსები და პოემები მიმართულია ფაშიზმის, ექსპუატაციის წინააღმდეგ, გამსჭვალულია მშრომელთა უკეთესი მომავლის, ხალხთა ძმობისა და მშვიდობისათვის ბრძოლის პათოსით. პენი წერდა ლირიკულ ლექსებსაც. მის შემოქმედებაში დიდი გავლენა მოახდინა ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებებმა, რომელთა მთარგმნელი და პოპულარიზატორიც იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება