ალექსანდრე ნამორაძე

ალექსანდრე გიორგის ძე ნამორაძე (დ. 18 აგვისტო, 1891, დაბა თიანეთი, — გ. 11 ივლისი, 1958, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).

1910-1914 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მასწავლებლობდა თბილისში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება. 1936 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ს ახალი ისტორიის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა აგრეთვე ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რესპუბლიკის პარტიულ სკოლაში, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იკვლევდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების გენეზისის, საფრანგეთის რევოლუციამდელ და რევოლუციის ისტორიას, განმანათლებლობისა და ამერიკის აღმოჩენის ისტორიის საკითხებს. ითვლება ახალი და უახლესი ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელად საქართველოში.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ლეჟისლატივი და სათემო მიწების საკითხი საფრანგეთში 1792 წელს (ავტორი). - ქუთაისი, 1949. - 202გვ.
  • ადმინისტრატიული მეურვეობა და მუნიციპალური მართველობა საფრანგეთში : XVII-XVIII ს. ეპოქის ადმინისტრატიული კორესპონდენციისა და საკანონმდებლო აქტების მიხედვით (ავტორი). - ტფილისი, სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 1935. - 224გვ.
  • დასავლეთ ევროპის ისტორიის პროგრამა საშუალო საუკუნეები და ახალი ისტორია (ავტორი). - ტფილისი, სახუნტი, 1935. - 48გვ.
  • დასავლეთ ევროპის ისტორია (ავტორი) // განაკვ. 1 : ფეოდალური ქალაქის გენეზისი და მისი სოციალ-ეკონომიური და პოლიტიკური განვითარება. - ტფილისი, 1933. - 211გვ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ალექსანდრე ნამორაძე / კ. ანთაძე // ქართული ისტორიოგრაფია : კრ. 2 / ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. - თბილისი, 1971. - გვ. 149-166.
  • ანთაძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 310.
  • საქართველოში საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარული კანონმდებლობის მეცნიერული შესწავლის მესაძირკვლეები : ალექსანდრე ნამორაძის შრომები საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარულ საკითხებზე // საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარული კანონმდებლობის შესწავლა საქართველოში / მერაბ კალანდაძე. - თბილისი, 2006. - გვ. 63-120.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება