ამერიკის აღმოჩენა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ

ამერიკის აღმოჩენა ქრისტეფორე კოლუმბის მიერესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი, რომლის ხატვაც დაიწყო 1958 წელს და დაასრულა 1959 წელს.[2] შესრულებულია ზეთის საღებავებით, ტილოზე. დღეს ნამუშევალი ინახება სალვადორ დალის მუზეუმში ქალაქ სანქტ-პეტერბურგში (ფლორიდა). [2]

ქრისტეფორე კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ამერიკა
The Discovery of America by Christopher Columbus
ავტორი სალვადორ დალი
წელი 1959
კატალოგი P 743[1]
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 410 სმ
სიგანე 284 სმ
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი (ფლორიდა)
მუზეუმი სავლადორ დალის მუზეუმი

აღწერა რედაქტირება

ეს ნამუშევარი არის დალის თვალით დანახული ესპანეთის ამბიციური გამოხატულება. ის აერთიანებს ესპანეთის რელიგიას, ხელოვნებას და მითს ერთ მთლიანობაში. კოლუმბის ციკლის დროს ჰანტინგ ჰარფორდმა გამოისყიდა ნამუშევარი, რათა ის შეეწირა დალის მუზეუმის გალერეასთვის, რომელიც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მდებარეობს. იმ დროს ზოგიერთი კატალონიელი ისტორიკოსი ამტკიცებდა, რომ კოლუმბი სინამდვილეში არა იტალიელი, არამედ კატალონიელი იყო. ეს ფაქტი აქტუალური იყო რადგანაც დალი ესპანეთის სწორედ ამ რეგიონიდან იყო.

ეს ფერწერული ნამუშევარი ეძღვნება ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი მსოფლიოს აღმოჩენას. მასში გადმოცემულია არა ისტორიული მხარე ამ მოვლენისა, არამედ მხატვრის ინდივიდუალური ხედვა ამ საკითხისადმი. კოლუმბი გამოსახულია არა როგორც შუახნის მეზღვაური, არამედ როგორც კლასიკურ კვართში შემოსილი ყმაწვილი ბიჭუნა, რაც ახალგაზრდა კონტინენტის, ამერიკის, სიმბოლოდ აქცია მხატვარმა.

დალი იმ პერიოდში დაინტერესებული იყო კათოლიკური მისტიციზმით, ამიტომაც სიმბოლურად კოლუმბს ამერიკაში შეაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ახალი მსოფლიოს კეთილდღებისთვისა და სიწმინდისთვის.

გალა დალი არის მხატვრის ცოლი, რომელიც დალის მრავალ ნახატში ქალწულ მარიამს განასახიერებს. ამ ნამუშევარშიც სწორედ ის გამოიყენა ღვთისმშობლის ნატურად, რომელიც კოლუმბის მარჯვენა მხარესაა დახატული. ის გვევლინება წმინდანად და მიიჩნევა, რომ ამ ნახატის შესრულებისას ის იყო დალის მთავარი მუზა.

დალიმ საკუთარი თავი ნახატის ფონზე დაჩოქილი ბერის სახით გამოსახა, რომელსაც ხელში უჭირავს ჯვარცმა. დალის რწმენა კოლუმბის კატალონიური წარმოშობის შესახებ ნახატში გადმოცემულია კატალონიის დროშის სახით.

ნახატი შეიცავს ესპანელი მხატვრის დიეგო ველასკესის, რომელიც 300 წლით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ დალის ნახატებზე და მის ულვაშებზე დიდი გავლენა იქონია, ნამუშევრებზე სხვადასხვა ცნობას. დალი ნახატზე არსებულ ყველა ჯვარს მარჯვენა მხარეს ათავსებს და მათ შორის გამოსახავს ჯვარცმულ ქრისტეს. ეს კადრი ჰგავს ესპანელი მისტიკოსის სეინტ ჯონის ნახატს.

ნამუშევრის ქვედა ცენტრში, სანაპიროზე, კოლუმბიდან რამდენიმე ნაბიჯით წინ გამოსახულია დახორკლილი ყავისფერი სფერო, რომელსაც ბეჭდის ფორმა აქვს.

ამაჟამინდელი სტატუსი რედაქტირება

ნახატი დღესდღეობით განთავსებულია სალვადორ დალის მუზეუმში, რომელიც ფლორიდის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს. ნამუშევარი რეინოლდ და ელეანორა მორსების პირადი კოლექციის ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება