ალექსანდრე მრევლიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მრევლიშვილი.

ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილი (დ. 15 აგვისტო, 1866, მცხეთა — გ. 25 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. თანამედროვე ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ალექსანდრე მრევლიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ სიღარიბემ ეს სასწავლებელი მეოთხე კლასიდან მიატოვებინა. მერე თბილისის კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. 1884-1890 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, ხოლო 1898-1901 წლებში კი ევროპაში კერძოდ, პარიზის ჟულიანის კერძო აკადემიაში სწავლობდა. მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი.

მისი ცნობილი ნამუშევრებია: „სოფლის კანცელარიასთან დაბალი ღობე“, „კალოზე“, „გზაჯვარედინზე“. მისი წიგნის მხატვრობა ამშვენებს იაკობ გოგებაშვილის „დედაენასა“ და „ბუნების კარს“, მაშინდელ საყმაწვილო ჟურნალებს — „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 12

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება