ალექსანდრე კვალიაშვილი

ალექსანდრე კვალიაშვილი (დ. 25 აპრილი, 1895, სოფ. მოხისი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 6 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი რენტგენოლოგი, რენტგენოლოოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ალექსანდრე კვალიაშვილი
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1895
დაბ. ადგილი სოფ. მოხისი, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 6 თებერვალი, 1974 (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
მეუღლე ნორა ქუთათელაძე
შვილ(ებ)ი მარიკა კვალიაშვილი, იური კვალიაშვილი
ჯილდოები საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე საპატიო ნიშანი
სამეცნიერო სფერო რენტგენოლოგია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1920 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1938–1973 განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) რენტგენოლოგიის კათედრას. კვალიაშვილი შეისწავლიდა შინაგანი ორგანოებისა და ძვლოვანი სისტემის რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხებს. შეადგინა რენტგენოდიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1963). იყო საქართველოს რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლებით. აღზარდა ქართველ რენტგენოლოგთა მრავალი თაობა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება