ალექსანდრე კაგრამანოვი

ინჟინერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე კაგრამანოვი (დ. 1914, თბილისი — გ. 1999) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1941-1945 წლებში იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1946 წლიდან მუშაობდა „თბილჰიდროპოექტში.“ 1966 წლიდან იყო მშენებარე ენგურჰესის კასკადის, ვარდნილჰესი-II, ვარდნილჰესი-III და ვარდნილჰესი-IV-ის პროექტის მთავარი ინჟინერი. 1946-1977 წლებში აქტიურად მუშაობდა სამგორჰესის, შაორჰესის, ტყიბულჰესის, ლაჯანურჰესის, ნამახვანჰესის, ენგურჰესის და ვარციხეჰესის დაპროექტირებაში. 1977 წელს დანიშნეს ვარციხეჰესის პროექტის მთავარ ინჟინრად. წლების განმავლობაში მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშობისათვის დაჯილდოებული იყო სიგელებით.

ჯილდოები

რედაქტირება
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია თბილისი, 2016 გვ. 154

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება