ალექსანდრე იზოტოვი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იზოტოვი (რუს. Александр Александрович Изотов; დ. 26 აგვისტო 1907, — გ. 10 მარტი, 1988) — საბჭოთა გეოდეზისტი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1951). სკკპ წევრი 1944 წლიდან.

ალექსანდრე იზოტოვი
დაბ. თარიღი 13 (26) აგვისტო, 1907[1]
დაბ. ადგილი აბლიასკინო
გარდ. თარიღი 10 მარტი, 1988(1988-03-10)[2] [1] (80 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

იყო თეოდოსი კრასოვსკის მოწაფე.[3] 1940 წელს იზოტოვმა თეოდოსი კრასოვსკის საერთო ხელმძღვანელობით გატარებული კვლევების საფუძველზე დაადგინა დედამიწის ელიფსოიდის პარამეტრები, რომელსაც კრასოვსკის ელიფსოიდი ეწოდა.[4]

დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის მუშფაკი (1925), მოსკოვის სამიჯნო ინსტიტუტი, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა მოსკოვის გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ინჟინერთა ინსტიტუტი (1932), იქვე ასპირანტურა (1935). 1935–58 წლებში მუშაობდა გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, უფროსი ინჟინერის, ლაბორატორის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.[5]

ალექსანდრე იზოტოვი 1958–63 წლებში იყო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოსკოვის სახელმწმიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, კითხულობდა ლექციებს სფეროიდული და თეორიული გეოდეზიის მიმართულებით, დასახა ასტრონომგეოდეზიის ახალი ამოცანები. 1963–1967 წლებში უმაღლესი გეოდეზიის კათედრის გამგე. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1949 წელს თემაზე: „დედამიწის ფორმები და ზომები თანამედროვე მონაცემებით“.[5]

1968 წლიდან გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ კოსმოსური გეოდეზიის ლაბორატორიას. იზოტოვის ძირითადი კვლევები ეხება გეოდინამიკას. რიგი ნაშრომი მიეძღვნა დედამიწის ქერქისა და პოლუსების მოძრაობის მეთოდების შესწავლის საქმეს. იყო რედკოლეგიის წევრი ჟურნალებისა: „ასტრონომიული მაცნე“, „დედამიწა და სამყარო“, „გეოდეზია და აეროგადაღება“.[5]

დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის 2- და მე-3 გამოცემის კონსულტანტი და მასში სტატიათა ავტორი გეოდეზიისა და ასტრონომიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია. დაჯილდებულია შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით. სტალინური პრემიის ლაურეტი (1952).[5]

თხზულებები

რედაქტირება
  • Оценка точности триангуляции. Дисс, М., 1936;
  • К теории последовательного решения систем условных уравнений, «Геодезист», 1937, № 10;
  • Новые исходные геодезические даты СССР, в кн.: Сборник научно-технических и производственных статей…, вып. 17, М., 1948;
  • Форма и размеры Земли по современным данным, [Дисс], «Труды Центрального н.-и. ин-та геодезии, аэросъемки и картографии», 1950, вып. 73;
  • К теории установления исходных геодезических дат, там же, 1953, вып. 96.