ალექსანდრე თევზაძე

ალექსანდრე თევზაძე (დ. 2 იანვარი, 1903, თბილისი — გ. 28 მარტი, 1967) — ქართველი არქიტექტორი, ინჟინერი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე (1959-1960), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1964).

1930 წელს დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებში: 1941–1954 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის“ მმართველი, 1954–1959 წლებში — თბილისის მთავარი არქიტექტორი, 1960–1967 წლებში ხელმძრვანელობდა საპროექტო ინსტიტუტის „საქგიპროტორგის“ არქიტექტურული სახელოსნოს. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში (1950, თამარ ჭოველიძისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გადაკვეთა, არქიტექტორ ქუჩუ დგებუაძესთან ერთად. 1950 წელს — პეტრე მელიქიშვილის ქუჩა № 8, არქიტექტორ იური კასრაძესთან ერთად. 1953 წელს — თამარ მეფის გამზირი № 23/25, არქიტექტორ იური კასრაძესთან ერთად), დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია წყნეთში (XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება