ალექსანდრე ერქვანია
ალექსანდრე ერქვანია (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.
ალექსანდრე ერქვანია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 დეკემბერი, 1975 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, იურისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრე ერქვანია დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. 2001-2006 წლებში იკავებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აპარატის უფროსის თანამდებობას. 2007-2010 წლებში იყო შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ იურისტი, 2010-2016 წლებში კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის დეკემბერში დატოვა საპარალამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსანდრე ერქვანია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ერქვანია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ალექსანდრე ერქვანიას ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ „ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-14. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)