ალექსანდრე გორჩაკოვი
ალექსანდრე მიხეილის ძე გორჩაკოვი, (რუს. Алекса́ндр Миха́йлович Горчако́в; დ. 4 ივნისი, 1798 — გ. 27 თებერვალი, 1883) — რუსი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე, 1867 წლიდან იმპერიის კანცლერი. დაიბადა იაროსლაველი თავადი რურიკოვიჩების ოჯახში. საწავლობდა ცარსკოსელკი ლიცეუმში (Царскосельский лицей) ალექსანდრე პუშკინთან ერთად.
ალექსანდრე მიქეილის ძე გორჩაკოვი | |
---|---|
საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრი | |
მშობლიური სახელი | Горчаков, Александр Михайлович |
დაბადების თარიღი |
4 ივნისი, 1798 ჰაპსალო (ჰააპასალუ) |
გარდაცვალების თარიღი |
27 თებერვალი, 1883 ბადენ-ბადენი |
ლიცეუმის წლები და კარიერის დასაწყისი
რედაქტირებალიცეუმის დამთავრების შემდეგ მასში შემჩნეული იყო დიპლომატისთვის საჭირო ყველა თვისებები. გარდა სალონური ტალანტების და მჭერმეტყველების, მას გააჩნდა ვრცელი ლიტერატურული განათლება, რაც აისახა მის მჭერმეტყველულ დიპლომატიურ ნოტებში. 1820 წლიდან — 1822 წლამდე იგი იმყოფებოდა გრაფ ნესელროდესთან ერთად კონგრესებზე ლუბლიანაში, ტროპაუში და ვერონაში. 1822 წელს იგი დაინიშნა ლონდონში საელჩოს მდივნად, სადაც იმყოფებოდა 1827 წლამდე იმყოფებოდა. შემდგომ ამავე თანამდებობაზე რომში იყო. 1828 წელს დაინიშნა საელჩოს მრჩევლად ბერლინში, იქიდან ფლორენციაში საელჩოს ადმინისტრატორად (Поверенным в Делах) ხოლო 1833 წელს მრჩეველის თანამდებობა დაიკავა.
გერმანულ ქვეყნებში ელჩი
რედაქტირება1841 წელს იგი გაიგზავნა შტუტგარდში ოლღა რომანოვას და ვიურტემბერგის კრონპრინცის ქორწილის მოსაწყობად, ხოლო ამის ქორწილის შემდეგ იგი რჩებოდა საგანგებო ელჩად გერმანიაში თორმეტი წლის განმავლობაში. შტუტგარდიდან იგი იოლად თვალს ადევნებდა სამხრეთ გერმაბიაში რევოლუციურ მოძრაობას და 1848-1849 წლების მოვლენებს მაინის ფრანკფურტში.1850 წელს იგი დაინიშნა ელჩად ფრანკფურტში გერმანიის გაერთიანებულ სეიმში, თავისი ვიურტემბერგის თანამდებობის შენარჩუნებით. იმ დროს გერმანია განიცდიდა რუსულ გავლენას.გაერთიანებული სეიმის შექმნაში რუსეთის მთავრობა ხედავდა: ”საერთო მშვიდობის შენარჩუნების გარანტიას”.მაინის ფრანკფურტში მან გაატარა 4 წელი, იქვე იგი დაუახლოვდა პრუსიის წარმომადგენელს- ბისმარკს. იმ დროს ბისმარკი რუსეთთან ახლო ურთიერთობის მომხრე იყო, რისგამოც მიიღო იმპერატორ ნიკოლოზ პირველის განსაკუთრებული მადლობა. გორჩაკოვი, ისევე როგორც ნესელროდე იყო წინააღმდეგი იმპერატორ ნიკოლოზ პირველის პოლიტიკის ”აღმოსავლეთ საკითხში”, ხოლო დაწყებული დიპლომატიური ომი თურქეთთან მას აღიზიანებდა. თავისი შესაძლებლობების შესაბამისად იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა მეგობრული ურთიერთობები პრუსიასა და ავსტრიასთან
ყირიმის ომი და ავსტრიის რეაქცია
რედაქტირება1854 წლის ზაფხულში გორჩაკოვი გადაიყვანეს ვენაში, სადაც იგი დროებით ცვლიდა გრაფ მაიენსდორფს, რომელიც იყო ახლო ნათესავი ავსტრიელი მინისტრისა, გრაფ ბოულის, ხოლო 1855 წლის გაზაფხულიდან საბოლოოდ დაინიშნა ელჩად ავსტრიაში. ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ავსტრიამ ”удивила мир своей неблагодарностью” და ემზადებოდა საფრანგეთთან და ინგლისთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, ( 1854 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად ), ელჩის მდგომარეობა ვენაში საკმაოდ რთული და პასუხისმგებელი იყო. იმპერატორ ნიკოლოზი I-ის სიკვდილის შემდეგ ვენაში ჩატარდა მსოფლიო დომინანტი ქვეყნების კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მშვიდობის პირობების გამომუშავება. მაგრამ მოლაპარაკებებმა, რომლებშიც მონაწილეობდნენ დრუენ დე ლიუსი და ლორდი ჯონ რასელი შედეგი არ გამოიღო. გორჩაკოვის წყალობით ავსტრიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და არ დაეთანხმა ინგლისის და საფრანგეთის მოთხოვნებს. სევასტოპოლის დაცემა გახდა ბიძგი ვენის კაბინეტის ხელმეორე ჩარევისა, რომელმაც ულტიმატუმის სახით მოითხოვა რუსეთისგან დასავლეთ ქვეყნების მოთხოვნების შესრულება. რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა მიეღო ავსტრიის პირობები. 1856 წელს პარიზში დაინიშნა კონგრესი მშვიდობის პირობების საბოლოო შემუშავებისთვის.
მინისტრობის პერიოდი
რედაქტირებაპარიზის სამშვიდობო შეთაბხმება და ყირიმის ომის შემდგომი პერიოდი
რედაქტირებაპარიზის 1856 წლის ძ.ს.. 18 (ა.ს.30 ) მარტის ტრაქტატმა დაასრულა რუსეთის აქტიური მოღვაწეობა დასავლეთ ევროპის პოლიტიკაში .გრაფი ნესელროდე გადადგა, და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა .გორჩაკოვი (1856 წლის აპრილში) . სწორედ მან ყველაზე ძლიერად იგრძნო რუსეთის დამცირება : პირადად გადაიტანა დასავლეთ ევროპასთან დიპლომატიური ომი დასავლეთ ევროპასთან მოწინააღმდეგეთა კომბინაციები ცენტრში - ვენაში. ყირიმის ომის დროს გადატანილმა, და მსოფლიო სიტუაციამ დიდიხნით გადაწყვიტა გორჩაკოვის პოლიტიკა . რუსეთის საერთო პოლიტიკა მნიშვნელოვნად ვეღარ შეიცვლებოდა; გორჩაკოვის პოლიტიკა ნათელი გახდა მის მიერ სამინისტროს ჩაბარების შემდეგ. უპირველეს ყოვლისა საჭირო იყო უდიდესი სიფრთხილის შენარჩუნება მანამ, სანამ ქვეყანაში რეფორმები ტარდებოდა. შემდეგ გორჩაკოვის მიზანი გახდა ავსტრიისთვის სამაგიეროს გადახდა ავსტრიისთვის მისი ქცევისთვის 1854-1855 წლებში და მეორე - თანდათანობით პარიზის ტრაქტატის დენონსირების მიღწევა.
ბოლო წლები
რედაქტირებაКому ж из нас под старость день лицея
Торжествовать придется одному?
Несчастный друг! средь новых поколений
Докучный гость и лишний, и чужой,
Он вспомнит нас и дни соединений,
Закрыв глаза дрожащею рукой...
Пускай же он с отрадой хоть печальной
Тогда сей день за чашей проведет,
Как ныне я, затворник ваш опальный,
Его провел без горя и забот.
გორაკოვის პოლიტიკური კარიერა დასრულდა ბერლინის კონგრესით. მის მერე მას აღარ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა მას შერჩა სახელმწიფო კანცლერის ტიტული. ნომინალურად მან შეწყვიტა მინისტრობა 1882 წლის მარტიდან, როდესაც მის ადგილზე დაინიშნა ნიკოლოზ გირსი.
1880 წელს გორჩაკოვმა ვერ შეძლო პუშკინისადმი მიძღვმმილი მონუმენტის გახსნაზე დასწრება (იმ დროისთვის პუშკინის ლიცეუმის მეგობრებიდან მარტო გორჩაკოვი და ს. კომოვსკი დარჩა), თუმცა კორესპონდენტებს მისცა ვრცელი ინტერვიუ. მონუმენტის გახსნის შემდეგ კომოვსკი გარდაიცვალა და გორჩაკოვი დარჩა ბოლო ლიცეისტი. ასე რომ, პუშკინის ეს სტრიქონები მასზე იყო :
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (რუსული) В.М. Хевролина. რუსეთის საგარეო სამინისტრო 1856-1878 წლებში. (სტატია ჟურნალიდან "ახალი და უახლესი ისტორია") დაარქივებული 2007-04-03 საიტზე Wayback Machine.
- (რუსული) სემანოვი ს.ნ. «La Russie ne boude pas — elle se recueille» : (კანცლერი გორჩაკოვი 150 წლის წინათ, 1856 წელს, გამოვიდა გორჩაკოვის ცირკულარი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე) დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- (რუსული) ნიკოლოზ ტროცკი რუსეთ-თურქეთის ომი 1877-1878 წლებში. // რუსეთი XIX საუკუნეში. ლექციების კურსი, 1997.
- (რუსული) კანცლერ გორჩაკოვის საერთაშორისო ფონდი დაარქივებული 2009-08-13 საიტზე Wayback Machine.