ალექსანდრე ბოგომაზოვი
ალექსანდრე ბოგომაზოვი (რუს. Александр Константинович Богомазов; უკრ: Олександр Костянтинович Богомазов; დ. 26 მარტი, 1880 − 3 ივნისი, 1930) — უკრაინელი მხატვარი. ცნობილი ხელოვანი და რუსული ავანგარდის (ისტორიულად რუსული ავანგარდი აღნიშნავს XX საუკუნის დასაწყისში სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოების ხელოვანთა შემოქმედებას) თანამედროვე ხელოვნების თეორეტიკოსი. ზოგჯერ „უკრაინელ პიკასოდ“ მოიხსენიებენ.[1][2]
ალექსანდრე ბოგომაზოვი | |
---|---|
ავტოპორტრეტი, 1911 წელი | |
დაიბადა | 26 მარტი, 1880 |
დაბადების ადგილი | იამპოლი, რუსეთის იმპერია (დღევანდელი უკრაინა) |
გარდაიცვალა | 3 ივნისი, 1930 |
გარდაცვალების ადგილი | კიევი, უსსრ, საბჭოთა კავშირი |
სფერო | მხატვრობა |
მიმდინარეობა | კუბიზმი, ფუტურიზმი, სპექტრალიზმი |
1914 წელს ბოგომაზოვმა დაწერა ტრაქტატი „მხატვრობა და ელემენტები“, რომელშიც იგი ობიექტებს, ხელოვანს, ნახატსა და მაყურებელს შორის ურთიერთკავშირზე საუბრობდა და თანამედროვე ხელოვნების თეორიული საფუძვლები ჩამოაყალიბა. ალექსანდრე ბოგომაზოვი ხელოვნების რამდენიმე მიმართულებაში მოღვაწეობდა. ყველაზე მეტად ცნობილია კუბიზმისა და ფუტურიზმის (1913-1917) და სპექტრალიზმის (1920-1930) ნაშრომებით.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრე ბოგომაზოვი იამპოლში, ხარკოვის გუბერნიაში, კონსტანტინე ბოგომაზოვის ოჯახში დაიბადა. 1896-1902 წლებში ბოგომაზოვი ხერსონში სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში სწავლობდა. 1902-1905 წლებში კიევის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე არქიპენკოსა და ალექსანდრა ექსტერთან.
1905 წელს პოლიტიკურ დემონსტრაციებსა და გაფიცვებში, რის გამოც კიევის სამხატვრო სკოლიდან გარიცხეს. 1906 წელს ს. სვიატოსლავსკის სტუდიაში სწავლობდა. არქიპენკოსთან ერთად კიევში გამოფენა გამართა. იმავე წელს მოსკოვში გადავიდა, სადაც ფიოდორ რერბერგისა და კონსტანტინ იუონის სტუდენტი გახდა.
1907 წელს ბოგომაზოვი კიევში დაბრუნდა, რის შემდეგაც რეგულარულად მართავდა გამოფენებს. შემდეგში მხატვართა ჯგუფს „Звено“ შეუერთდა. 1908 წელს კიევში დავიდ ბურლიუკთან, ვლადიმიტ ბურლიუკთან, ალექსანდრა ექსტერთან და სხვებთან ერთად გამოფენა მოაწყო.
1911 წელს ალექსანდრე ბოგომაზოვმა ფინეთში იმოგზაურა. 1912-1915 წლებში კიევში სმენა და მხედველობადაქვეითებულთა სკოლაში ასწავლიდა. 1913-1914 წლებში იტალიელი ფუტირისტების ნამუშევრებს სწავლობდა. ამ პერიოდში თავისი თეორიები შეიმუშავა და ესე „მხატვრობა და ელემენტები გამოაქვეყნა. 1914 წელს ალექსანდრა ექსტერთან, ევგენი კონოპაცკისთან და სხვებთან ერთად კიევში გამოფენა „ბეჭედი“ გამართა. 1915 წელს ბოგომაზოვი კავკასიაში მოღვაწეობდა, სადაც მასწავლებლად და მხატვრად მუშაობდა.
1919 წელს კიევში მხატვრობისა და დეკორატიული ხელოვნების პირველ სახელმწიფო სტუდიაში ასწავლიდა. 1922-1930 წლებში ვადიმ მელერთან, ვლადიმირ ტატლინთან და ვიქტორ პალმოვთან ერთად კიევის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. 1927 წელს „უკრაინის რევოლუციური ოსტატების ასოციასია“ დააფუძნა დ. ბურლიუკთან, ვადიმ მელერთან, ვ. პალმოვთან, ვ. ერმილოვთან და სხვებთან ერთად.
ალექსანდრე ბოგომაზოვი [1930]] წლის 3 ივნისს კიევში გარდაიცვალა.
გალერეა
რედაქტირება-
"ტრამვაი" 1914. ტილო, ზეთი, ზომა: 150х80 სმ. კერძო კოლექცია.
-
"კომპოზიცია N2." 1914-1915. მანსურ ტამირ აბრაჰამის ფონდი.
-
"ხანძარი კიევში." 1916. ქაღალდი, ნახშირი. ზომა: 27х32 სმ. უკრაინის ეროვნული სამხატვრო მუზეუმი, კიევი.
-
"ხერხების დამზადება." 1927. ტილო, ზეთი.
-
ქალიშვილის პორტრეტი. 1928. ტილო, ზეთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- A.Bogomazov. Painting and Elements. Comp.T.Popova. <Parallel text in Ukrainian and English> Kyiv. 1996. – 152 p.
- Oleksandr Bohomazov, 1880-1930 : kataloh tvoriv (Catalogue of works, Ukraine/English). Kiev: Harant, 1991.
- Mudrak, Myroslava M. “The Painted Surface in the Ukrainian Avant-garde: from Facture to Construction.” Pantheon 45 (1987): 138–43.
- Nakov, Andrei. “De l’expression futuriste au formalisme construit,” 13-24, in Alexandre Bogomazov, Jampol, 1880 – Kiev, 1930 . Musee d’Art Moderne, Refectoire des Jacobins, Toulouse . N.p.: Editions Arpap, 1991.
- Exhibition Avangarde & Ukraine. 6 May-11 Yuly 1993. Villa Stuck Munich, Germany. Catalogue, 200p: ISBN 3-7814-0346-7
- Exhibition L'art en Ukraine. 28 October 1993 – 17 January 1994. Musée des Augustins de Toulouse, France. Catalogue (160 p): ISBN 2-901820-07-7
- John E.Bowlt. N.D.Lobanov-Rostovsky. Katalog-rezone Khudozhniki Russkogo Teatra / Catalogue-raisonne Painters of Russian theatre. 1880-1930. Collection of Nikita and Nina Lobanov-Rostovsky <in Russian, 156 colour and 1026 b/w illustrations> . 1994. – 528 p. ISBN 5-210-00233-0
- The phenomenon of the Ukrainian avant-garde, 1910-1935 / Phénomène de l’avant-garde ukrainienne, 1910-1935. Edited by Myroslav Shkandrij. <Parallel text in English, Ukrainian and French>. 196 p. Winnipeg, Man. : Winnipeg Art Gallery, 2001. ISBN 978-0-88915-208-3
- Kyiv to Paris: Ukrainian Art in the European Avant-Garde, 1905-1930. By Prof. Myroslav Shkandrij, Department of German and Slavic Studies University of Manitoba, Winnipeg, Canada
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Alexander Bogomazov
- Andrei Nakov, Art Historian, about Alexander Bogomazov დაარქივებული 2015-04-13 საიტზე Wayback Machine.
- Alexander Bogomazov: Ukrainian Picasso[მკვდარი ბმული]
- A.Bogomazov. Painting and Elements. 1914. (scanned from О.Богомазов / A.Bogomazov. Живопис та Елементи / Painting and Elements. Kyiv, 1996). For non-commercial use only
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Выставка Александра Богомазова в Строгановском дворце (Русский музей). 22 мая — 22 июля 2008. О выставке. О художнике. Статьи и публикации.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-11. ციტირების თარიღი: 2011-07-10.
- ↑ Н. Соколова Не заслуживший забвения журнал «Профиль» № 20 (575) от 26.05.2008