ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (დ. 1796 ან 1797 ― გ. 5 თებერვალი, 1862) — რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, კავალერიის გენერალი. ჭაბუკი ბაგრატიონი იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დააპატიმრა, როგორც ტახტის პოტენციური პრეტენდენტი. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811) დასახლდა რუსეთში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო კრნეტად ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828–1829 რუსეთ-ოსმალეთის ომში როგორც ნიჭიერმა სამხედრო მოღვაწემ. მეთაურობდა ცხენოსანთა დივიზიას. დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, წგნ. 1-2, თბ., 1983;
- Юдин Н., Судьба князей Багратионов-Имеретинских в России, «Русский архив», 1897, № 10;
- ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 320-321.