ალექსანდრე აბარიანი

ალექსანდრე ავაქის ძე აბარიანი (სომხ. Ալեքսանդր Աբարյան) (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 15 დეკემბერი], 1902 ან 1898,[1] დერბენდი, დაღესტანი — გ. 25 იანვარი, 1967, თბილისი) — სომეხი მსახიობი, რეჟისორი. საქართველოს სსრ-ისა (1943) და სომხეთის სსრ-ის (1964) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო 1921 წლიდან კისლოვოდსკში, სომეხ მსახიობთა დასში. 1926 წლიდან იყო ბაქოსა და სხვა ქვეყნების სომხური თეატრების მსახიობი და რეჟისორი. 1938-1944 წლებში თბილისის სომხური თეატრის მთავარი რეჟისორი, პარალელურად — მოზარდ-მაყურებელთა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1944-1946 წლებში თბილისის მოზარდ-მაყურბელთა თეატრის რეჟისორი. 1946-1953 წლებში ლენინაკანის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1953 წლიდან — თბილისის სომხური თეატრის რეჟისორი.

დადგმები: ალექსანდრე შირვანზადეს „ნამუსი“, გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება