ალექსანდრა ხავთასი
ექიმი, მეცნიერი
ალექსანდრა ხავთასი (დ. 14 ივლისი, 1922, თბილისი — გ. თებერვალი, 2007) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ალექსანდრა ხავთასი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 ივლისი, 1922 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | თებერვალი, 2007 |
მოქალაქეობა | საქართველო |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1949) |
1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1950–1953 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1954 წლიდან იუო შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა პროფესიული პათოლიგიის აქტუალურ საკითხებზე.