ალექსანდერ ვადოში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდერ ვაცლავ ვადოში (ინგლ. Aleksander Wacław Ładoś; 27 დეკემბერი, 1891 წელი, ლვოვი, ავსტრია-უნგრეთი - გ. 29 დეკემბერი, 1963 წელი, ვარშავა, პოლონეთი) - პოლონელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც 194045 წლებში ხელმძღვანელობდა პოლონეთის ლეგატს შვეიცარიაში. ის იყო ვადოშის ჯგუფის ლიდერი, ჯკგუფი ასევე ცნობილი იყო როგორც Bernese Group.[1][2] ეს იყო პოლონელი დიპლომატებისა და ებრაული ორგანიზაციების საიდუმლო ჯგუფი, რითაც ეხმარებოდნენ ებრაელებს. ჯგუფი მათ სხვადასხვა ქვეყნის პასპორტს უკეთებდა რათა ხელისუფლების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ.

ალექსანდერ ვადოში
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1891
დაბადების ადგილი ლვოვი, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 1963 (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვარშავა, პოლონეთი
მოქალაქეობა პოლონეთი
განათლება ლვივის უნივერსიტეტი
ეროვნება პოლონელი
საქმიანობა პოლიტიკოსი, დიპლომატი
ჯილდოები Officer of the Order of Polonia Restituta Virtus et Fraternitas, Poland Commander of the Order of the Three Stars, Latvia Grand Officers of the Order of the Crown, Romania Grand Officers of the Order of St. Sava, Yugoslavia

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ვადოშის საფლავი პუჟკის სასაფლაოზე

ალექსანდერ ვაცლავ ვადოში დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ლვოვში (ახლანდელი ლვოვი, უკრაინა). ის იყო იან ვადოშის, ფოსტის კლერკისა და ალბინას კალოუსის უმცროსი ვაჟი. მან დაამთავრა ლვოვის IV კლასიკური გიმნაზია. 1913 წელს იგი შეუერთდა პოლონეთის სახალხო პარტიას "პიასტი", გაიცნო მისი ლიდერები ვინსენტ ვიტოსი და იან დობსკი. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იგი შეუერთდა პოლონეთის აღმოსავლეთ ლეგიონს. ავსტრია-უნგრეთის ხელისუფლებამ მას გადასახლება დაუპირა, თუმცა ის გაიქცა შვეიცარიაში და შეწყვიტა სწავლა ლოზანაში, ამავე დროს იყო პოლიტიკურად აქტიური პოლონეთის დიასპორაში. ის დაბრუნდა აწ უკვე დამოუკიდებელ პოლონეთში 1919 წლის გაზაფხულზე, პოლონეთის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობისთვის. 1920 წლის გაზაფხულამდე იგი იყო პლებისციტის დელეგატი ციესტინ სილეზიაში, სპიჩსა და ორავაში.

1920 წლის აპრილიდან ვადოში მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში ვარშავაში და ცოტა ხნის შემდეგ გახდა მისი პრესსამსახურის უფროსი. 1920-21 წლებში ის მუშაობდა პოლონეთის დელეგაციის მდივნად საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მინსკში და რიგაში, რომლებმაც გადაწყვიტეს პოლონეთის მეორე რესპუბლიკის სამომავლო საზღვრების შესახებ. ომის შემდეგ, ვადოში გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის უფროსი და 1923 წლის 9 ოქტომბერს იგი დასახელდა ლატვიის სრულუფლებიან მინისტრად. იოზეფ პიშუდსკის პოლიტიკურმა მოწინაარმდეგემ, ვადოშმა დაკარგა თანამდებობა 1926 წლის მაისში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მაგრამ მალევე მოეწყო პოლონეთის გენერალურ კონსულად მიუნხენში. ჟოზეფ ბეკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის შემდეგ, მალევე გაათავისუფლეს სამსახურიდან. 1931-1939 წლებში მუშაობდა რედაქტორად და კოლონისტად, წერდა სხვადასხვა ოპოზიციურ გაზეთებში. იგი გახდა ჟოზეფ ბეკის მწვავე კრიტიკოსი, რომელმაც იმავდროულად შეცვალა ავგუსტ ზაალესკი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. ვადოშს მიაჩნდა, რომ პოლონეთი უნდა დაახლოებოდა საბჭოთა კავშირს, როგორც ნაცისტური გერმანიის შესაძლო მოკავშირეს და მხარს უჭერდა ჩეხოსლოვაკიასთან მჭიდრო თანამშრომლობას. პოლიტიკურად ახლოს იყო პრო-დემოკრატიულ და პრო-ფრანგულ ფრონტ მორგესთან, იგი დაუმეგობრდა გენერალ ვლადისლავ სიკორსკის, რომელიც მოგვიანებით გახდა პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. პოლონეთში გერმანიის შეჭრის შემდეგ, ვადოში გაემგზავრა რუმინეთში და შეუერთდა პოლონეთის მთავრობას ემიგრაციაში. 1940 წლის 24 მაისიდან 1945 წლის ივლისამდე ის იყო საგანგებო დესპანი და პოლონეთის სრულუფლებიანი მინისტრი შვეიცარიაში. მისი წარდგენიდან მალევე შვეიცარია სრულად მოიცვა ალყამ.

სიკვდილი

რედაქტირება

1945 წლის ივლისში ვადოშმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი კოალიციურ მთავრობას პოლონეთში და გადადგა ელჩის თანამდებობიდან. პოლონეთში დაბრუნების ნაცვლად, მან შვეიცარიაში დარჩენა გადაწყვიტა. 1946 წლის შემოდგომისთვის ის პარიზის მახლობლად, კლემარტში გადავიდა. იგი დაბრუნდა პოლონეთში 1960 წლის ივლისში, უკვე მძიმედ დაავადებული. ვადოში გარდაიცვალა ვარშავაში, 1963 წლის 29 დეკემბერს და დაკრძალეს პუჟკის სასაფლაოზე.

წოდებები

რედაქტირება
  • პოლონია რესტიტუტის ორდენის ოფიცერი
  • ვირტუსი და ფრატერნიტი, პოლონეთი (2019)[3]
  • ამი ვარსკვლავის ორდენის მეთაური, ლატვია
  • გვირგვინის ორდენის ოფიცერი, რუმინეთი
  • იუგოსლავიის წმინდა სავას ორდენის ოფიცერი[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Stanisław Łoza (red.): Czy wiesz kto to jest ?, Wydawnictwo Głównej Księgarni Wojskowej, Warszawa 1938
  • Kto był kim w Drugiej Rzeczypospolitej (red. Jacek M. Majchrowski), wyd. BGW Warszawa 1994, p. 103, ISBN 83-7066-569-1
  • Aleksander Ładoś [in:] Leksykon historii Polski, red. Michał Czajka, "Wiedza Powszechna", Warszawa 1995
  • Iwona Kulikowska: Aleksander Ładoś – konsul generalny II RP w Monachium, [in:] W nieustającej trosce o polską diasporę, Gorzów Wielkopolski 2012, pp. 263–279, ISBN 978-83-933510-1-5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. President Andrzej Duda and Survivors will pay tribute to a Polish diplomat who saved more than 800 Jews. Consulate General of the Republic of Poland in Chicago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-14. ციტირების თარიღი: 2021-04-02.
  2. Kumoch, Jakub. How we let a Holocaust hero be forgotten. Israel Hayom. ციტირების თარიღი: 13 February 2019
  3. Postanowienie Prezydenta Rzeczypospolitej Polskiej z dnia 28 maja 2019 r. o nadaniu odznaczeń pl (28 May 2019). ციტირების თარიღი: 2019-07-09[მკვდარი ბმული]
  4. (1938) Czy wiesz kto to jest?. Warszawa: Główna Księgarnia Wojskowa, გვ. 438.