ალბერტ დიდი (წმინდა ალბერტ მაგნუსი; დ. 1193 ან 1207 — გ. 1280) — გერმანელი ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი და თეოლოგი. იყო ავეროიზმის მიმდევარი. მან დაამკვიდრა ბუნების შესწავლა, როგორც ლეგიტიმური მეცნიერება ქრისტიანობის ფარგლებში. თავის მოწაფე თომა აკვინელთან ერთად, იბრძოდა არისტოტელიზმის ინტერპრეტაციისა და სქოლასტიკის წინააღმდეგ, გამოიყენა არისტოტელეს იდეები ერთიანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემის შესაქმნელად. გარდა წმინდა ფილოსოფიური ნაშრომებისა, ალბერტ დიდს ეკუთვნის საბუნებისმეტყველო ტრაქტატებიც, რომლებიც ბიბლიურ იგავებთან ერთად, შეიცავს ბუნებაზე უშუალო დაკვირვებებს.1941 იგი პაპმა გამოაცხადა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმდევართა მფარველად.

ალბერტ დიდი
Albertus Magnus
დაიბადა 1200[1] [2] [3] [4] [5]
ლაუინგენი, Duchy of Bavaria[6] [7] [8] [9] [10]
გარდაიცვალა 15 ნოემბერი, 1280[8] [2] [4] [5] [10]
კელნი, პრუსია[7] [8] [9]
დასაფლავებულია St. Andreas Church[11]
ხსენების დღე 15 ნოემბერი[12]
სხვა სახელები Doctor Universalis
მოღვაწეობა ქიმიკოსი[8] , მუსიკოლოგი, ფილოსოფოსი[8] , მწერალი[8] [13] [14] , ეკონომისტი, ასტროლოგი, ენტომოლოგი, თეოლოგი[8] , გეოგრაფი, ბოტანიკოსი, Catholic bishop და მასწავლებელი
ენა ლათინური ენა[8] [13] [15] და გერმანული ენა
სასწავლებელი პადუის უნივერსიტეტი[8] და პარიზის უნივერსიტეტი[16]
ცნობილი ნაშრომები De homine, De vegetabilis et plantis libri septem, De mineralibus და Secreta Mulierum

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალბერტი იყო მდიდარი ლორდის უფროსი ვაჟი. სკოლის შემდეგ სწავლობდა პადუას უნივერსიტეტში, სადაც გახდა დომინიკელთა ორდენის წევრი. მან სწავლა განაგრძო ბოლონიაში, თეოლოგიის განხრით. დაახლოებით 1245 წელს იგი გაგზავნეს პარიზში დომინიკელთა მონასტერში, სადაც იგი გაეცნო არისტოტელეს თხზულებებს და თანდართულ ავეროესის კომენტარებს. 1245-წელს დაამთავრა სასულიერო ფაკულტეტი. სავარაუდოდ პარიზში დაიწყო უნივერსალური ცოდნის პრეზენტაცია. იგი კომენტარებს უკეთებდა ბიბლიას, ასევე არისტოტელეს ნაშრომებსაც, თუმცა ხშირად ამატებდა საკუთარ აზრებსა და ექსპერიმენტების შედეგებს. ეს ნაწერები არის ნეოპლატონური. მან აიღო ვალდებულება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მეტაფიზიკა, რიტორიკა, ასტრონომია, ლოგიკა, ეთიკა და მათემატიკა ხალხისათვის გასაგები გაეხადა. ამ ჩანაფიქრის შესრულებას მან 20-წელი მოანდომა.

მისმა ლექციებმა მას საკმაოდ დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა, ისე რომ მას აყენებდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსების ავიცენას, ავეროესისა და არისტოტელეს გვერდით. მისი მოწინააღმდეგე როჯერ ბეკონი მას „ქრისტიან მეცნიერთა შორის ყველაზე ცნობილს“ უწოდებდა.

ალბერტ დიდის აზრით გზა ცოდნისაკენ მეცნიერებასა და ფილოსოფიაზე გადის. მისი აზრით ცოდნის მიღებისას მნიშვნელოვანია დაკვირვების წარმოება და ექსპერტების აზრი. მისი თქმით არ არსებობს „ორმაგი ჭეშმარიტება“ და ამათგან ერთი რწმენაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული საიდუმლოებები, რომლებიც მხოლოდ რწმენისთვის არის ცნობილი, შეიძლება ქრისტიანული დოქტრინის ზოგიერთი პუნქტის გაგება, როგორც რწმენით ასევე გონებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფილოსოფიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Union List of Artist Names
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. Nationalencyklopedin — 1999.
  4. 4.0 4.1 Stanford Encyclopedia of PhilosophyStanford University, Center for the Study of Language & Information, 1995. — ISSN 1095-5054
  5. 5.0 5.1 Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #118637649 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 Plancy J. C. Albert le Grand // Dictionnaire infernal — 6 — Plon, 1863.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 41. — ISBN 978-2-221-06888-5
  9. 9.0 9.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  10. 10.0 10.1 Complete Dictionary of Scientific Biographyდეტროიტი: Charles Scribner's Sons, 2008. — ISBN 978-0-684-31559-1
  11. Find a Grave — 1996.
  12. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 31.
  13. 13.0 13.1 Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  15. CONOR.SI
  16. https://resource.database.rag-online.org/ngQG2j971QY71fmokQJfa