ალბანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
ალბანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პირველად 2004 წელს წარსდგა, სადაც ქვეყნის პირველმა წარმომადგენელმა, ანიეზა შაჰინმა ფინალში გასვლა მოახერხა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე ეს ევროვიზიაზე ალბანეთის უმაღლესი შედეგი იყო. კონკურსისთვის ქვეყნის წარმომადგენლის შესარჩევად 1962 წლიდან ალბანეთში ყოველწლიურად ტარდება სიმღერების ფესტივალი „Festivali i Këngës“.
ალბანეთი | |
---|---|
ტელეკომპანია | Radio Televizioni Shqiptar (RTSH) |
მონაწილეობის რაოდენობა | 20 |
დებიუტი | 2004 |
უმაღლესი შედეგი | მე-5: 2012 |
ყველაზე დაბალი რესულტატი | მე-17; 2017 |
2020-იანები
რედაქტირება2020 წლის კონკურსისთვის ალბანეთმა არილენა არა აირჩია, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 22 დეკემბერს მან Festivali i Këngës მოიგო სიმღერით „Shaj“. 2020 წლის 9 მარტს სიმღერის განახლებული ვერსია სახელად „Fall from the Sky“ გამოვიდა. თუმცა, 2020 წლის კონკურსი COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა.
2021 წლის Festivali i Këngës-ის ეროვნული ფინალი 2020 წლის 23 დეკემბერს გაიმართა. კონკურსში ანჯელა პერისტერიმ გაიმარჯვა სიმღერით „Karma“. მან ევროვიზიის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც 57 ქულა აიღო და 21-ე ადგილი დაიკავა.
2022 წლის კონკურსისთვის ქვეყნის წარმომადგენლად შეირჩა რონელა ჰაიატი სიმღერით „Sekret“. მისი სიმღერა კონკურსის დაწყებამდე რამდენჯერმე განახლდა და ინგლისურ და ესპანურ ენებზე ახალი სტრიქონები დაემატა. რონელამ პირველ ნახევარფინალში 17 წარმომადგენელს შორის მე-12 ადგილი დაიკავა, ფინალში კი ვერ გავიდა.
2023 წლის კონკურსისთვის ალბინა კელმენდიმ და მისმა ოჯახმა Festivali i Këngës-ში სიმღერით „Duje“, მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერით კონკურსისთვის ქვეყნის წარმომადგენლად მაინც შეირჩა. მათ ნახევარფინალში 83 ქულით მე-9 ადგილი დაიკავეს და ფინალში მოხვდნენ, სადაც 76 ქულით 22-ე ადგილზე გავიდნენ.
2024 წლის კონკურსისთვის, 2023 წლის შერჩევის პრინციპით, საზოგადოების მხრიდან ხმის მიცემაში გამარჯვა ბესამ სიმღერით „Zemrën n'dorë“. ევროვიზიისთვის აღნიშნული სიმღერა განააახლეს და დაარქვეს „Titan“.
მონაწილეები
რედაქტირებაწელი | შემსრულებელი | სიმღერა | ფინალი | ქულა | ნახევარფინალი | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
2004 | ანიეზა შანინი | „The Image of You“ | 7 | 106 | 4 | 167 |
2005 | ლედინა ჩელო | „Tomorrow I Go“ | 16 | 53 | ავტომატურად გადავიდა | |
2006 | ლუიზ ეილინი | „Zjarr e ftohtë“ | ვერ გავიდა | 14 | 58 | |
2007 | ფრედერიკ ნდოცი | „Hear My Plea“ | 17 | 49 | ||
2008 | ოლტა ბოკა | „Zemrën e lamë peng“ | 17 | 55 | 9 | 67 |
2009 | კეისი ტოლა | „Carry Me in Your Dreams“ | 17 | 48 | 7 | 73 |
2010 | ჯულიანა ფაშა | „It's All About You“ | 16 | 62 | 6 | 76 |
2011 | აურელა გაჩე | „Feel the Passion“ | ვერ გავიდა | 14 | 47 | |
2012 | რონა ნიშლიუ | „Suus“ | 5 | 146 | 2 | 146 |
2013 | ადრიან ლურგიურაი და ბლედარ სეიკო | „Identitet“ | ვერ გავიდა | 15 | 31 | |
2014 | ჰერსი | „One Night's Anger“ | 15 | 22 | ||
2015 | ელაიდა დანი | „I'm Alive“ | 17 | 34 | 10 | 62 |
2016 | ენედა ტარიფა | „Fairytale“ | ვერ გავიდა | 16 | 45 | |
2017 | ლინდიტა | „World“ | 14 | 76 | ||
2018 | ეუგენტ ბუშპეპა | „Mall“ | 11 | 184 | 8 | 162 |
2019 | იონიდა მალიქი | „Ktheju tokës“ | 17 | 90 | 9 | 96 |
2020 | არილენა არა | „Fall from the Sky“ | კონკურსი გაუქმდა | |||
2021 | ანჯელა პერისტერი | „Karma“ | 21 | 57 | 10 | 112 |
2022 | რონელა ჰაიატი | „Sekret“ | ვერ გავიდა | 12 | 58 | |
2023 | ალბინა და კელმედების ოჯახი | „Duje“ | 22 | 76 | 9 | 83 |
2024 | ბესა | „Titan“ | ვერ გავიდა | 15 | 14 |
გალერეა
რედაქტირება-
ჰერსი, კოპენჰაგენი (2014)
-
ბესა, მალმო (2024)