ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013ევროვიზიის სიმღერის 58-ე კონკურსი, რომელიც გაიმართა მალმეში (შვედეთი). შვედეთმა კონკურსის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2012 წლის კონკურსში ლორინის სიმღერის „Euphoria“ გამარჯვების შედეგად. შვედეთმა მეხუთედ უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. კონკურსის გამარჯვებული გახდა დანიის წარმომადგენელი, მომღერალი ემილი დე ფორესტი სიმღერით „Only Teardrops“, რომელმაც 281 ქულა დააგროვა. 2013 წელს მეორედ მოხდა, რომ დანიამ შვედეთის მიწაზე მოიგო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი. პირველად ეს ფაქტი 2000 წელს დაფიქსირდა. 1985 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ყოფილი იუგოსლავიის არც ერთი ქვეყანა არ მონაწილეობდა კონკურსის ფინალში.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013
თარიღ(ებ)ი I ნ/ფ — 14 მაისი, 2013
II ნ/ფ — 16 მაისი, 2013
ფინალი — 18 მაისი, 2013
წამყვან(ებ)ი პეტრა მედე
მასპინძელი მაუწყებელი შვედეთის დროშა SVT
გამართვის ადგილი მალმე, შვედეთის დროშა შვედეთი
გამარჯვებული სიმღერა დანიის დროშა დანია,ემილი დე ფორესტი - „Only Teardrops“
მონაწილეთა რაოდენობა 39
დაბრუნებული ქვეყნები სომხეთის დროშა სომხეთი
გასული ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, პორტუგალიის დროშა პორტუგალია, სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი, თურქეთის დროშა თურქეთი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2013
2012         2014

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება