ალას-პურვოს ეროვნული პარკი

ალას-პურვო (ინდონ. Taman Nasional Alas Purwo) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს ბლამბანგენის ნახევრეკუნძულზე, აღმოსავლეთ იავის პროვინციის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ცნობილია ბანტენგის ველური სახეობებითა და გრაჯაკენის უბეში არსებული ტალღებზე საცურაო ადგილებით.

ალას-პურვოს ეროვნული პარკი

Taman Nasional Alas Purwo

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული იავა
კოორდინატები 8°41′ ს. გ. 114°28′ ა. გ. / 8.683° ს. გ. 114.467° ა. გ. / -8.683; 114.467
ფართობი 434 კმ²
დაარსდა 1993
სტუმრობა 14 720[1] (2006)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

პარკის სახელი ნიშნავს პირველ ტყეს,[2] რაც მომდინარეობს იავური ლეგენდიდან, თითქოს ხმელეთი პირველად სწორედ ამ ადგილას, ოკეანიდან წარმოიშვა.

პარკი მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ბალის მოპირდაპირედ.

ეროვნული პარკის ფართობი 434 კმ²–ია და ძირითადად შედგება მანგროს ტყეების, სავანის, მუსონური ტყეებისა და მარჯნის რიფებიანი პლაჟებისგან. დაცულია საფრთხის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სახეობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Forestry statistics of Indonesia 2007 დაარქივებული 2013-04-05 საიტზე Wayback Machine. , retrieved 20 May 2010
  2. Eliot, Joshua; Joshua Eliot, Liz Capaldi, Jane Bickersteth (2001). Indonesia handbook, Volume 3. Footprint Travel Guides. ISBN 1-900949-51-2, 9781900949514 Invalid ISBN.