ალან უოტსი
ალან უოტსი (ინგლ. Alan Watts; დ. 6 იანვარი, 1915 — გ. 16 ნოემბერი, 1973) — ბრიტანელი მწერალი და ლექტორი, რომელიც ცნობილი იყო დასავლური აუდიტორიისთვის ბუდიზმის, დაოსიზმისა და ინდუიზმის ინტერპრეტირებითა და პოპულარიზაციით. 1938 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც, ნიუ-იორკში, დაიწყო ძენის სწავლება. მაგისტრის წოდება მიიღო თეოლოგიაში, 1945 წელს კი გახდა ეპარქიული მღვდელი. 1950 წელს მიატოვა მსახურება და კალიფორნიაში გადასახლდა, სადაც ჩაირიცხა ამერიკული აკადემიის აზიურ კვლევებზე. უოტსმა დაწერა 25-ზე მეტი წიგნი და სტატია რელიგიისა და ფილოსოფიის შესახებ. „ძენის გზა“ (1957) ბუდიზმის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. იგი ამტკიცებდა, რომ ბუდიზმი შეიძლება ჩაითვალოს ფსიქოთერაპიის ფორმად. მან ასევე შეისწავლა ადამიანის ცნობიერება და ფსიქოდელიკა ისეთ ნაწარმოებებში, როგორებიცაა „ახალი ალქიმია“ (1958) და „მხიარული კოსმოლოგია“ (1962).
ალან უოტსი | |
---|---|
ინგლ. Alan Watts | |
დაბადების თარიღი | 6 იანვარი, 1915 |
დაბადების ადგილი | კენტი |
გარდაცვალების თარიღი | 16 ნოემბერი, 1973 |
გარდაცვალების ადგილი | Mount Tamalpais |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[1] , თეოლოგი, მწერალი, ანგლიკანი მღვდელი, დრამატურგი, მუსიკოსი და ვიდეოგრაფი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[2] აშშ |
ალმა-მატერი | The King's School Canterbury და St Hugh's School |
Magnum opus | The Way of Zen |
შვილ(ებ)ი | Mark Watts |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
ლიტერატურა
რედაქტირება- Clark, David K. The Pantheism of Alan Watts. Downers Grove, Illinois: Inter-Varsity Press. 1978.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118629506 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS — 2011.