აკუმულაცია

(გადამისამართდა გვერდიდან აკუმულაციური ვაკე)

აკუმულაცია (ლათ. Accumulatio — დაგროვება) — ხმელეთის ან წყლის აუზში ფხვიერი მინერალური და ორგანული პროდუქტების მექანიკური დაგროვების პროცესების საერთო სახელწოდება. არჩევენ აკუმულაციის ორ ძირითად ტიპს — ვულკანურს და დანალექს (სედიმენტაცია, ნალექთა დაგროვება). აკუმულაციის პროდუქტების დიაგენეზისის შედეგად წარმოიქმნება ვულკანოგენური, დანალექი და ორგანოგენული ქანები.

გამომწვევი გეოლოგიური ფაქტორების მიხედვით განარჩევენ ზღვიურ, მდინარეულ (დელტები, ტერასები და სხვა), ეოლურ (დიუნები, ბარხანები, ლიოსი), მყინვარულ (მორენები, ოზები), ფლუვიოგლაციალურ, ვულკანურ და სხვა აკუმულაციას.

აკუმულაციის შედეგად იქმნება ვულკანური დანალექი ქანები და ასევე აკუმულაციური რელიეფი. სხვადასხვა წარმოშობის ფხვიერი ნალექი ქანების დაგროვების შედეგად წარმოქმნილ ვაკეს აკუმულაციური ვაკე ეწოდება. მაგალითად, მდინარის აკუმულაციური მოქმედებით წარმოიშვა ამაზონის, დასავლეთ ციმბირის, ლომბარდიის, კოლხეთისა და სხვა ვაკეები.

აკუმულაციური რელიეფი — რელიეფის ფორმათა ერთობლიობაა, წარმოქნილი ზღვიური, მდინარეული, ტბიური, მყინვარული, ვულკანური ნალექების არათანაბარი დაგროვების შედეგად. არსებობს რამდენიმე გენეტიკური ტიპის აკუმულაციური რელიეფი.

ლიტერატურა

რედაქტირება