კორასონ აკინო

(გადამისამართდა გვერდიდან აკინო, კორასონ)

კორასონ აკინო (ქალიშვილობის გვარი — კოხუანგკო; დ. 25 იანვარი, 1933, პამპანგის პროვინცია — გ. 1 აგვისტო, 2009) — ფილიპინებისა და აზიის პირველი ქალი პრეზიდენტი (25 თებერვალი, 198630 ივნისი, 1992). ფილიპინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბენინგო აკინოს (1932–1983) მეუღლე. წარმოშობით ჩინელი.

კორასონ აკინო

განათლება

რედაქტირება

პირველადი განათლება მიიღო ფილიპინების ერთ-ერთ კათოლიკურ სკოლაში, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკის მაუნტ-სენტ-ვინსენტის კოლეჯში, სადაც შეისწავლა იურიდიული მეცნიერება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მიიღო ფილოლოგიური განათლება მანილის უნივერსიტეტში.

ფერდინანდ მარკოსის დიქტატორული რეჟიმის მიერ მეუღლის მკვლელობის შემდეგ (1983) აქტიურად ჩაება პოლიტიკაში, თუმცა ბავშვობიდანვე პოლიტიკოსების ოჯახში იზრდებოდა (პაპა ფილიპინელი სენატორი იყო, ხოლო მამა — კონგრესმენი). 1986 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მოქმედმა რეჟიმმა გაყალბების ფონზე ჩაატარა, დაიკავა მეორე ადგილი და წამოიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალება და დიქტატორ ფერდინანდ მარკოსის რეჟიმის დამხობა (25 თებერვალი, 1986). ჰყავს 5 შვილი და 7 შვილიშვილი.

გარდაცვალება

რედაქტირება

გარდაიცვალა 2009 წლის 1 აგვისტოს 76 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად, მაკატის სამედიცინო ცენტრში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება