აკვავიტი — გამოხდილი სპირტი, რომელიც ძირითადად იწარმოება სკანდინავიაში, სადაც იგი მზადდება XV საუკუნიდან. აკვავიტი გამოხდილია მარცვლეულისა და კარტოფილისგან და არომატიზირებულია მრავალფეროვანი მწვანილით. ასევე პოპულარულია გერმანიაში.  აკვავიტი თავის გამორჩეულ არომატს სუნელების და მწვანილისგან იღებს და დომინანტი არომატი ( ევროკავშირის თანახმად ) უნდა იყოს ძირას და / ან კამას თესლის დისტილატიდან. ის, როგორც წესი, შეიცავს 40% ალკოჰოლს (აშშ). ევროკავშირმა ალკოჰოლის მინიმალურ ნორმად დაადგინა 37.5% . [1]

შვედური აკვავიტის ბოთლი - „ო. პ. ანდერსონი“

ეტიმოლოგია რედაქტირება

სიტყვა აკვავიტი მომდინარეობს ლათინური aqua vitae-დან, რაც ნიშნავს „სიცოცხლის წყალი“. ასევე სიტყვა ვისკი, რომელიც გალური სიტყვებისგან მომდინარეობს (uisce beatha), იგივე მნიშვნელობა აქვს. ანალოგიურად, ხილის სუფთა კონიაკს უწოდებენ „eau de vie“ ( ფრანგულად „სიცოცხლის წყალი“).

დალევის კულტურა რედაქტირება

აკვავიტი ნორდიკული სასმელის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც მას ხშირად სვამენ სადღესასწაულო შეკრებების დროს, როგორიცაა საშობაო სადილები და ქორწილები, და როგორც აპერიტივები. [2] ისლანდიაში, შვედეთში, დანიასა და გერმანიაში აკვავიტს სვამენ ცივად და ნელა, მომცრო ზომის ჭიქებიდან. [3] ნორვეგიაში ზოგადად არ არის გაცივებული, მაგრამ ანალოგიურად ნელა სვამენ. შვედეთში ჩვეულებრივ აკვავიტს მოიხმარენ სიმღერის შემდეგ, რომელსაც უწოდებენ სნაპსვისა. ყველაზე ცნობილი სიმღერაა ჰელან გარი. [4] ფინეთსა და შვედეთში, აკვავიტი ხშირად ასოცირდება წვეულებებთან, რომლებიც ტრადიციულად ტარდება აგვისტოს ბოლოს. დანიაში აკვავიტს ძირითადად მოიხმარენ დეკემბერში საშობაო ლანჩების დროს ან აღდგომის სადილების დროს. თუმცა, მას მთელი წლის განმავლობაში მოიხმარენ, დანიაში, ტრადიციული კერძების სადილზე, სადაც ლუდიც ყოველთვის დგას სუფრაზე. მისი დალევა საჭმლის გარეშე ან ბარში ცოტა უცნაურად ჩაითვლება. ნორვეგიაში, სადაც აკვავიტის უმეტესი რიცხვი მწიფდება მუხის კასრებში, სასმელს მიირთმევენ ოთახის ტემპერატურაზე ტიტების ფორმის ჭიქებში ან პატარა ჭიქებში. აკვავიტი, სავარაუდოდ, კარგად უთავსდება მუქ ლუდს და მის მოხმარებას ძალიან ხშირად წინ უსწრებს ლუდის სმა. [5]

წარმოება რედაქტირება

აკვავიტს გამოხდიან მარცვლეულისგან ან კარტოფილისგან. [6] დისტილაციის შემდეგ, მას არომატიზირებენ მწვანილით, სანელებლებით ან ხილის ზეთით. ხშირად არომატიზატორებია კვლიავი, ილი, ძირა, ანისული, ცერეცოს და ლიმონის ან ფორთოხლის კანი. ასევე გამოიყენება კამა.

რეცეპტები და არომატიზატორები განსხვავდება ბრენდებს შორის, მაგრამ კვლიავი ჩვეულებრივ დომინანტური არომატია. აკვავიტს, ჩვეულებრივ, აქვს მოყვითალო ელფერი, მაგრამ ეს შეიძლება განსხვავდებოდეს მკაფიოდან ღია ყავისფერამდე, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის დაძველებულია მუხის კასრებში (ნორვეგია) ან გამოყენებული ფერადი მასალის ოდენობით. ჩვეულებრივ, მუქი ფერი უფრო მაღალ ასაკს ან ახალგაზრდა კასრის გამოყენებას გულისხმობს, თუმცა ნებადართულია კარამელისფრად ხელოვნური შეღებვა .

„აკვავიტის“ შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები ნაპოვნია 1531 წელს ბერგენშუსის ციხესიმაგრეის დანიელი მბრძანებლის, ესკე ბილის წერილში, რომელიც ნორვეგიის კათოლიკე მთავარეპისკოპოსს ოლავ ენგელბრეკსტსონს გაუგზავნა. წერილი, რომელიც 13 აპრილით თარიღდება და თან ახლავს პაკეტს, მთავარეპისკოპოსს სთავაზობს „წყალს, რომელსაც აქუა ვიტი ჰქვია და ყველანაირი დაავადების სამკურნალო საშუალებაა, რაც შეიძლება ჰქონდეს კაცს როგორც შინაგანად, ისე გარედან“. [7]

მიუხედავად იმისა, რომ სასმელის სამკურნალო თვისებების შესახებ ეს პრეტენზია შეიძლება საკმაოდ გაბერილი იყოს, გავრცელებული აზრით, აკვავიტი ამარტივებს საკვების მონელებას. დანიაში ის ტრადიციულად საშობაო და სააღდგომო სადილებს უკავშირდება. ნორვეგიაში ის არის სადღესასწაულო ღონისძიებებზე, განსაკუთრებით შობის დღესასწაულზე, აღდგომის დღესასწაულზე ან 17 მაისს (ნორვეგიის კონსტიტუციის დღე). შვედეთში, ეს არის ზაფხულის სადღესასწაულო ტრადიციული სადილის ძირითადი ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ სვამენ ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას.

სასმელს მიირთმევენ ნორვეგიის ტრადიციულ საშობაო კერძებთან ერთად, მათ შორის ღორის ხორცის შემწვარ ნეკნთან და ცხვრის ნეკნთან ერთად (pinnekjøtt ). ამბობენ, რომ სანელებლები და ალკოჰოლი ხელს უწყობენ ცხიმებით მდიდარი საკვების მონელებას.

სქოლიო რედაქტირება

  1. EU spirits regulation (PDF) დაარქივებული 2015-08-10 საიტზე Wayback Machine. Regulation (EC) No 110/2008 of the European Parliament and of the Council of 15 January 2008 on the definition, description, presentation, labelling and the protection of geographical indications of spirit drinks and repealing Council Regulation (EEC) No 1576/89, Appendix II No. 24, Retrieved 2014-02-09.
  2. Certified Specialist of Spirits Study Guide. 
  3. The Complete Book of Spirits: A Guide to Their History, Production, and Enjoyment. 
  4. Traditions – Nordstjernan.
  5. Drink to your health the Scandinavian way – with aquavit.
  6. Akvavit. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2010-01-10.
  7. A transcription of the original letter can be found here: Diplomatarium Norvegicum – XI p. 630, Date: 13 April 1531. Place: Bergenhus. დაარქივებული 23 September 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
    "[...] Kiere herre werdis ether nade wiide att ieg szende ether nade nogit watn mett Jonn Teiste som kallis Aqua vite och hielper szamme watn for alle hande kranchdom som ith menniske kandt haffue indwortis. [...]"
    ("[...] Dear lord, will your grace know that I send your grace some water with Jon Teiste which is called Aqua vite and helps the same water for all his illness that a man can have internally and externally. [...]")