აკაკი ბუკია
აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია (დ. 23 ოქტომბერი, 1914, სოფ. ძველი აბასთუმანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ― გ. 25 დეკემბერი, 1974, ზუგდიდი) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 მარტი, 1945), პოლკოვნიკი. სკკპ წევრი 1942 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირება1936 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. 1938-1939 წლებში მონაწილეობდა ხასანის ტბასთან და ხალხინ-გოლთან ბრძოლებში. დიდ სამამულო ომში იბრძოდა მოსკოვთან, ლენინგრადთან, გომელთამ ჩერნიგოვთან, ბელაია-ცერკოვთან და სხვა. მონაწილეობდა რუმინეთის, უნგრეთის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. იყო ტანკსაწინაღო დივიზიონის თვითმავალი საარტილერიო და სატანკო პოლკების მეთაური. ბუდაპეშტისა დავენის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და პოლკის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ჰირლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ ბუკია მონაწილეობა მიიღო აიპონინელთა კვანტუნის არმიის განადგურებაში. 1951-1954 წლებში იგი სწავლობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1954 წლიდან თადარიგში გავიდა. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენითა და მედლებით
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 556.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981