აიოლასი
აიოლასი (ესპ. Ayolas) — ქალაქი პარაგვაიში, მისიონესის დეპარტამენტში. იგივე სახელი ეწოდება რაიონს, რომელშიც ქალაქი მდებარეობს. სახელი ეწოდა კონკისტადორ ხუან დე აიოლასის პატივსაცემად. დაარსდა 1840 წელს.
ქალაქი | |
---|---|
აიოლასი Ayolas | |
ქვეყანა | პარაგვაი |
დეპარტამენტი | მისიონესი |
კოორდინატები | 27°24′00″ ს. გ. 56°54′00″ დ. გ. / 27.40000° ს. გ. 56.90000° დ. გ. |
დაარსდა | 1840 |
ფართობი | 122 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
მოსახლეობა | 67 487 კაცი (2008) |
სიმჭიდროვე | 622 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 |
საფოსტო ინდექსი | 4830 |
ქალაქი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სანტიაგოს, სან-ხუან-ბაუტისტასა და სან-იგნასიოს მახლობლად. გაშენებულია მდინარე პარაგვაიზე. ასუნსიონიდან დაშორებულია 310 კმ-ით.
ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგებია მესაქონლეობა, მეთევზეობა და კომერცია.
ქალაქში საშუალო წლიური ტემპერატურა 21 °C-ია, ზაფხულში მაქსიმალური 39 °C ფიქსირდება, ზამთარში კი 0 °C-მდე ეცემა.