ივანე აივაზოვსკი
ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი (რუს. Иван Константинович Айвазовский, სომხ. Հովհանէս Այվազովսկի, დ. 29 ივლისი [ ძვ. სტ. 17 ივლისი], 1817, ფეოდოსია — გ. 5 მაისი [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1900, იქვე) — რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი. წარმოშობით სომეხი. 1833-1837 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე. 1845 წლიდან — აკადემიკოსი, 1847 წლიდან პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.
ივანე აივაზოვსკი | |
---|---|
დაიბადა | 17 (29) ივლისი, 1817[1] |
დაბადების ადგილი | ფეოდოსია[2] [1] [3] |
გარდაიცვალა | 19 აპრილი (2 მაისი), 1900[4] [3] [5] [6] [1] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფეოდოსია[2] [1] [3] |
ჟანრი | მარინა[1] , პეიზაჟი[3] , ბატალური ჟანრი, ფიგურა[3] , საჟანრო ფერწერა[3] , ისტორიული ფერწერა[3] , პორტრეტი[3] , რელიგიური ფერწერა[3] , მითოლოგიური ფერწერა[3] და რომანტიზმი |
1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. უკვე 1840-იდან საქვეყნოდ მოიხვეჭა სახელი თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც გადმოცემულია ზღვის სტიქიონის სიდიადე, ზღვასთან მებრძოლი ადამიანების სიმამაცე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია:„ჩესმენის ბრძოლა“, „ნავარინის ბრძოლა“ (ორივე — 1848, ფეოდოსიის სამხატვრო გალერეა), „მეცხრე ტალღა“ (1850, სანქტ-პეტერბურგი, რუსული მუზეუმი), „შავი ზღვა“ (1881, მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა). აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
გალერეა
რედაქტირება-
Moonlit Seascape With Shipwreck
-
შტორმი
-
მეთევზე ნაპირზე
-
სოჭში გადასხმა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ივანე აივაზოვსკი“ ვიკისაწყობში.
- ინფორმაცია სომხეთის ეროვნული გალერეის საიტზე
- რუსული ხელოვნების ენციკლოპედია დაარქივებული 2015-10-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 2.0 2.1 Айвазовский Иван Константинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 RKDartists
- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია