აიდინის პროვინცია

თურქეთის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან აიდინი (პროვინცია))

აიდინის პროვინცია (თურქ. Aydın ili) — პროვინცია (ილი) დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი აიდინი. მოიცავს 17 რაიონს.

ადმინისტრაციული ერთეული
აიდინის პროვინცია
თურქ. Aydın ili
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი ეგეოსის რეგიონი
ადმ. ცენტრი აიდინი
შიდა დაყოფა აიდინი, Bozdoğan, Buharkent, Çine, Didim, Efeler, Germencik, İncirliova, Karacasu, Karpuzlu, Koçarlı, Köşk, ქუშადასი, Kuyucak, ნაზილი, Söke, Sultanhisar და Yenipazar
კოორდინატები 38°00′00″ ჩ. გ. 28°00′00″ ა. გ. / 38.00000° ჩ. გ. 28.00000° ა. გ. / 38.00000; 28.00000
ფართობი 8.007[1] კმ²
მოსახლეობა 1 054 769 (2021)[2]
სატელეფონო კოდი 256
საფოსტო ინდექსი 09000–09999
საავტომობილო კოდი 09
ოფიციალური საიტი http://www.aydin.gov.tr
აიდინის პროვინცია — თურქეთი
აიდინის პროვინცია

გეოგრაფია

რედაქტირება

აიდინის პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება ეგეოსის ზღვა, 2 კილომეტრიანი სრუტე გამოჰყოფს საბერძნეთის კუნძულ სამოსისაგან. ესაზღვრება მუღლის, დენიზლის, მანისისა და იზმირის პროვინციები. პროვინციის უდიდესი ნაწილი მდებარეობს მდინარე დიდი მენდერესის ხეობაში

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობა 998 ათ. ადამიანი 2007 წლის შეფასებით. უდიდესი ქალაქია: აიდინი (143 ათ. ადამიანი, 2000).

ძველად პროვინციის ტერიტორია შედიოდა ფრიგიისა და ლიდიის ფარგლებში. პროვინციის დედაქალაქი აიდინი დააარსეს უძველესმა მოსახლეობამ და უწოდეს ტრალისი. იმის გამო, რომ ქალაქი მდებარეობს სეისმოაქტიურ ზონაში, იგი რამდენიმეჯერ დაინგრა. ქალაქი წლების მანძილზე იყო ფრიგიელების, ლიდიელების, სპარტელების, სპარსელების, მაკედონელების, რომაელებისა და ბიზანტიელების ხელში. 1186 წელს თურქ-სელჩუკებმა იგი ჩამოართვეს ბიზანტიის იმპერიას, ხოლო 1466 წლიდან ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი, MS Excel document – City and Village Population, Annual Growth Rate of Population, Surface Area and Population Density by Districts
  2. Turkish Statistical Institute — 1926.