აიდერ ბულგაკოვი
აიდერ იაკუბოვიჩ ბულგაკოვი ( დ. 1956, უზბეკეთის სსრ, სსრკ) [1] — ყირიმული თათრული წარმოშობის საბჭოთა და თურქი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.[2]
აიდერ ბულგაკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1956 |
დაბ. ადგილი | უზბეკეთის სსრ |
საქმიანობა | მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | Selçuk University |
ალმა-მატერი | ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააიდერ ბულგაკოვი დაიბადა 1956 წელს უზბეკეთში, ყირიმელი თათრების დეპორტაციის შემდეგ. 1972 წელს წარმატებით გავიდა მათემატიკის ოლიმპიადაზე, სადაც მიიღო ხარისხი. ხარისხის მიღების შემდეგ, დაასრულა ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1978 წელს დაამთავრა ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო. 1978-1993 წლებში ეკავა წამყვანი მკვლევარის თანამდებობა, 1978-1980 წლებში იყო გამოთვლითი ცენტრის მკვლევარი, ხოლო 1980 წლის შემდეგ მუშაობა გააგრძელა მათემატიკის ინსტიტუტში.
აიდარ ბულგაკოვმა ჯერ კანდიდატის ხარისხი (1982) მიიღო გამოყენებითი მათემატიკის კათედრაზე, ხოლო შემდეგ გახდა მეცნიერებათა დოქტორი (1989). 1976-1993 წლებში. მუშაობდა პროფესორ სერგეი გოდუნოვთან ერთად. ჯერ გოდუნოვის სტუდენტი იყო, ხოლო შემდეგ მისი კოლეგა გახდა. რუსეთში აიდარ ბულგაკოვის მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიურმა მეთოდებმა კომპიუტერული აპლიკაციის სახით, გამოყენება პოვა ინდუსტრიაში, განსაკუთრებით საავტომობილო, ქიმიურ, საავტომობილო, კოსმოსურ, საავიაციო და სამხედრო მრეწველობაში. მეცნიერი მუშაობდა კვლევითი ცენტრის კოორდინატორად. მონაწილეობდა მრავალ ეროვნულ და საერთაშორისო კონგრესში, როგორც ორგანიზატორი და მომხსენებელი. 1998 წელს, 9-დან 21 აგვისტომდე აიდარ ბულგაკოვმა ანტალიაში დაიკავა ნატო-ს პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის საზაფხულო სკოლის დირექტორის თანამდებობა. სკოლის სახელწოდება იყო „შეცდომის კონტროლი და ადაპტაცია სამეცნიერო გამოთვლებში“ (ინგლ. «Error Control and Adaptivity in Scientific Computing»). [3] საკუთარი სკოლის სამეცნიერო შედეგებს თავი მოუყარა წიგნში "შეცდომის კონტროლი და ადაპტაცია სამეცნიერო გამოთვლებში" (ინგლ. «Error Control and Adaptivity in Scientific Computing»), რომელიც გამოქვეყნდა Kluwer Academic Press და Christoph Sänger -ის (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია ) მიერ.
აიდერ ბულგაკოვს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. 2000-2003 წლებში მუშაობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის Selcuk Journal of Applied Mathematics-ის აღმასრულებელ რედაქტორად.
1993 წელს მეცნიერი ოჯახთან ერთად გადავიდა თურქეთში, სადაც გახდა სელჩუკის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი მეცნიერებათა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. [4]
1994 წელს მან დააარსა გამოყენებითი მათემატიკის კვლევის ცენტრი სელჩუკის უნივერსიტეტში და გახდა ამავე ცენტრის დირექტორი 2003 წლის ბოლომდე. [5] ამ ცენტრში მეცნიერმა შექმნა სამეცნიერო ჯგუფი და თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა კომპიუტერული დიალოგის სისტემებზე დაფუძნებული სწავლების ახალი პრინციპები.
აიდერ ბულგაკოვი დაოჯახებულია. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მეცნიერი ფლობს რუსულ, თურქულ, უზბეკურ და ინგლისურ ენებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Haydar BULGAK. ციტირების თარიღი: 2020-07-27
- ↑ kaynakca.hacettepe.edu.tr/kisi/78972/haydar-bulgak თურქ.
- ↑ NATO ASI Advanced Study Institute: Home. ციტირების თარიღი: 2020-07-27
- ↑ Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-08. ციტირების თარიღი: 2020-07-27
- ↑ Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-27. ციტირების თარიღი: 2020-07-27