სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აიბღა (მრავალმნიშვნელოვანი).

აიბღა (აფხ. Аибӷа) — ორად გაყოფილი სოფელი საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტსა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სოჭის რაიონში.

სოფელი
აიბღა
აფხ. Аибӷа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°34′18″ ჩ. გ. 40°12′42″ ა. გ. / 43.57167° ჩ. გ. 40.21167° ა. გ. / 43.57167; 40.21167
დაარსდა 1869
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 225 (2002)[1] ,
155 (2010)[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი 354342
აიბღა — საქართველო
აიბღა
აიბღა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აიბღა
აიბღა — გაგრის მუნიციპალიტეტი
აიბღა

გეოგრაფია

რედაქტირება

სოფელი მდებარეობს მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 840 მ სიმაღლეზე და სახელმწიფო საზღვრით იყოფა ორ ნაწილად, მარჯვენა მხარე ეკუთვნის რუსეთს, ხოლო მარცხენა მხარე — საქართველოს. დასახლებული პუნქტის ძველი სახელწოდებაა კბაადე (Кбаадэ). 1869 წლის 5 დეკემბერს სოფელს მიენიჭა სახელი აიბღა[3]. 1888 წელს დაცარიელებულ სოფელში ჩამოასახლეს მოსახლეობა სოფელ მოგილევშჩინადან (დღევანდელი ბელორუსია).

სადავო ტერიტორია

რედაქტირება

აიბღა დღემდე წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიას, თავის დროზე საზღვრის დელიმიტაციის რუსულ-ქართული კომისიის სხდომებზე საკითხი იყო დასმული მდ. ფსოუს მარცხენა ნაპირზე მდებარე ამ სოფლის უბნის რუსეთისთვის მიკუთვნების თაობაზე. ამ დროს ქართულმა მხარემ გამოიჩინა კატეგორიული პოზიცია და სოფლის ეს მხარე ისევ საქართველოს (აფხაზეთის) ნაწილად მოიაზრებოდა. საქართველოს ამ პოზიციის გამო აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ არაოფიციალური ფორმით მადლობაც გადაუხადა ქართულ მხარეს.

2011 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციის ადლერის რაიონის სამართალდამცავები სოფელ აიბღაში იმყოფებოდნენ, იქ რუსული სამართალდამცველი და ადმინისტრაციული სტრუქტურების დამკვიდრების მიზნით, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის შექმნაა. აღნიშნული ქმედება ფასდება, როგორც საერთაშორისო სამართლით ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის პირდაპირი ანექსია. რუსეთის მხარე ამას „სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების გაძლიერების“ საბაბით ხსნის. [4]

2011 წლის ოქტომბერში გაგრის მუნიციპალიტეტის დაბა ცანდრიფშში (განთიადში) რუსი „მესაზღვრეებისთვის“ აშენებული ქალაქის ექსპლუატაციაში შესვლის საზეიმო ცერემონია გაიმართა. „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენლების ვარაუდით რუსი „მესაზღვრეები“ შეიარაღებული აფხაზი „პატრიოტების“ მხრიდან სოფელ აიბღას დასაცავად ემზადებიან.[5]

გარდა სამხედრო დატვირთვისა, რუსეთის ინტერესები სოფელ აიბღაში განპირობებულია იმით, რომ იგი მდიდარია ტყითა და სასარგებლო წიაღისეულით, კერძოდ, მარმარილოთი.[6]

მოსახლეობა

რედაქტირება

აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის „დეპუტატის“ ვალერი კვარჭიას განცხადებით „ზაფხულში სოფელში 26-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი იქ სულ რამდენიმე - ყველაზე გულადი და ძლიერი ადამიანი რჩება“.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.perepis2002.ru/ct/doc/1_TOM_01_04.xls
  2. https://krsdstat.gks.ru/storage/mediabank/pub-01-04(2).pdf
  3. Высочайший Указ Правительствующего Сената от 5 декабря 1869 г., определивший, что место расквартирования первого взвода второй роты Кавказского линейного батальона, расположенное в урочище Аибга на р. Псоу, впредь будет именоваться как «селение Аибга».
  4. სოფელი აიბღა რუსეთის აქილევსის ქუსლად უნდა იქცეს // armada.ge[მკვდარი ბმული]
  5. "ექსპერტთა კლუბის" აზრით, რუსი "მესაზღვრეები" შეიარაღებული აფხაზი "პატრიოტების" მხრიდან სოფელ აიბღას დასაცავად ემზადებიან // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]
  6. აფხაზეთის, როგორც საკურორტო ზონის მიმართ რუსეთის ინტერესი სოჭის საკურორტო ზოლის მშენებლობასთან ერთად დასრულდება // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]
  7. რუსეთსა და აფხაზეთს შორის სადავო სოფელ აიგბას მოსახლეობა თვლის, რომ „ღმერთისა და ადამიანებისგან დავიწყებულია“ // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]